Jump to content
Planeta.Ge

ადამის მითოლოგიური ცოლი ლილითი


Recommended Posts

ლილითი (ებრაულად : לילית; ქურთულად: شەوە; არაბულად: ليليث ლათინურად: Lilit)

ლილითი როგორც ქალისა და გველის სხეულებისაგან შემდგარი არსება აწვდის ევას ვაშლს.

ეს სახელი მხოლოდ ერთადერთხელ გვხვდება ბიბლიაში.თუმცა მისი მითიური წინასახე, ეგრეთ წოდებული ლილ-სულების შესახებ თქმულებები შუამდინარეთში ფართოდ იყო გავრცელებული.

ბაბილონური თალმუდი მოგვითხრობს ლილითზე, ფრთებიან, გრძელთმებაიან დემონზე, რომელიც ღამღამობით ესაფრება მარტო მძინარ მამაკაცებს, რათა ისინი აცდუნოს. ლილითის ვაჟიშვილი ,,ჰომინი“ იგივდება ბოროტების სპარსულ ღმერთთან აჰრიმანთან – რომელიც თავის მხრივ სიკეთს ღმერთის აჰურა მაზდას მოწინაღმდეგეა.

თარგუმში, კერძოდ კი 91ფსალმუნში ლილითი იგივდება ,,ღამის შიშთან“ აარონის კურთხევის თარგუმისეულ ვარიანტში, ფსეუდო იონათანი ამბობს რიცხვთა წიგნში: ,,დაე ღმერთმა, დალოცოს შენი საქმეები. დაგიფაროს ავი სულებისაგან (არამეულად – ,,לילי“ ლილი ), რომლებიც შიშს გგვრიან დილით და შუადღით. ასევე ღამის დამანგრველი დემონისაგან“. სხვადასხვა დასახელების(ფიცნაი-ლილით,ამრით-ლილით,გუპრით-ლილით) მქონე ეს ქალღმერთი უამრავი დემონების დედადაა. თუ ის სხვის შვილებს ვერ პოულობს,მაშინ თავისივე შვილებს კლავს.

მკვდარი ზღვის ხელნაწერებში არსებული ბენ-სირას ანბანი, ზოჰარი (9.-10.საუკუნეები) ასახელებს მიდრაშული ლიტერატურიდან წარმომდგარ ლეგენდას. ლეგენდის თანახმად, ადამი ევას შექმნამდე ლილითთან, ერთერთ ფიცნაია დემონთან ერთად ცხოვრობდა(Eruvin 18b). ამავე ტექსტში ლილითი აღწერიალია როგორც ,,პირველი ევა“,რომელმაც არ ისურვა ყოფილიყო ადამთან მიმართებაში მეორე ხარისხოვანი და სექსუალური ასპექტით მასზე დამცრობილ მდგომარეოაბაში.

ლეგენდა მოკლე სახით შეგვიძლია ასე დავწეროთ: ,, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა.

”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი.

“მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი.მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი“

ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი ვრცლად არის აღწერილი “ბენ-სირის ანბანში”:

“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილითმა.

- არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.

- ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილითი, – არ დაგემორჩილები!

- შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”

ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილითმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.

ღმერთმა ანგელოზები დაადევნა და შეუთვალა: უკან დაბრუნდი , თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილითმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო: ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა(შდრ. Sohar I 34b; III 19b).

კაბალაში ლილითი აღწერილია როგორც შეჰინას, ღმრთაებრიობის ქალური არსების საწინაარმეგოდ შექმნილი არსება, რომელიც დედამიაზე ცხოვრობს (ზოჰარი III 69a-b; I 27b). სიუჟეტებით მდიდარ ამავე ლეგენდაში : ლილითი გველისა და ქალის შერწყმის შედეგად მიღებულ არსებას წარმოადგენს. იგია ერთი-ერთი ქალთაგანი, პირველი მეფეთა წიგნიდან(პირველი მეფეთა 3,16-2 მის გამოვლინებად აქვე სახელდება საბას დედოფალი, რომლის დემონურ საწყისებსაც მეფე სოლომონი შეიცნობს, იხილავს რა მის ჩლიქებს.

ამავე იუდეურ კაბალაში (ის წიგნი) ლილითი ბოროტი საწყისის, ეშმაკ სამოელის ცოლი და დემონების დედაა(ზოჰარ I 148a).მას ანსხვავებენ ასევე აშმოდაის ქალიშვილის,ახალგაზრა ლილითის პერსონაჟისაგან. რომელიც თავის მხრივ ზღვის ურჩხულის ლევიათანის შესახებ ლეგნდაში გვხვდება. (Sohar I 34a).

მასალა ეკუთვნის ელენე მგელაძეს

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4142

post-6296-038767200 1296827692_thumb.jpg

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილითმა.

- არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.

- ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილითი, – არ დაგემორჩილები!

- შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.”

 

მემგონი ქალი ზემოდან საკმაოდ სასიამოვნოა

სულელი ყოფილა ადამი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი რამდენად ფემინიზმის საწყისებია რადგანაც ლილიტი ხელოვნებაში ჩდნება როგორც სასტიკი სისხლსიმსმელი მტარვალი და უბოროტესი ქალი თუმცა გარკვეული ძალის მფლობელი ოღონდ ბოროტული
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემგონი ქალი ზემოდან საკმაოდ სასიამოვნოა

სულელი ყოფილა ადამი

აბა ნუ მკრეხელობ ეხლა შენ :givi: ადამი ზემოდან უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ლილიტს ფრთები ჰქონდა და რო ათავებდა 2 მეტრით ჰარში იწეოდა და ადამიც თავ აჰყავდა ნუ გადაბმული :)) მიხვდი ეხლა რაშია საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა კიდევ და წავა მეცამეტე რაიონში ეს თემა ვატყობ....

 

კამასუტრა სხვა ღმერტის სასტავშია..აურიეთ ეხლა თქვენ რაცხა :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კამასუტრა რა შუაშია ლილიტი იმიტომ განაწყენდა რომ ადამი მხოლოდ ზემოდან ეჯდაო ასე არ ეწერა? :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...