Jump to content
Planeta.Ge

ვეკითხები რვიანის მხარდამჭერებს


Recommended Posts

1) მე არჩევნების წინააღმდეგი არა ვარ . მეტიც , ჩემთვის საარჩევნო კორუფციის 90ნი წლების სიმახინჯის მოშორება ამ ქვეყნის მცხოვრებთა ღირსების საქმეც მგონია. იხილეთ:

http://planeta.ge/index.php?showtopic=54348

 

2)რვიანის ერთიანობა სულაც არ მიქმნის დისკომფორტს,მაგრამ ჯერჯერობით ეს ფენომენი გამოყენებული იყო სხვა ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ, ხოლო პოზიტიური ეფექტი საერთოდ არა აქვს.

 

3)სულსწრაფი სულაც არა ვარ. შესაძლებელია მოთმინება, მაგრამ, განვასხვაოთ მოთმინება შეგუებასთან. ავლებს კი რვიანის სუბიექტები პრინციპულ ზღვარს?

 

4) მემარჯვენეების კაპიტულანტურ პოზიციას თორთლაძიზაციის კონტექსტში განვიხილავ. ამ ერთი წლის განმავლობაში ამ პარტიამ რაიმე საქმე საერთოდ გააკეთა, თუნდაც საკუთარი პარტიული ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით?!

 

5)ვინმეს გჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს დათმობას აპირებს? მას აქვს გასაგები გეგმა-შეაგროვოს პარლამენტართა ხმების 2/3 , ხოლო შემდეგ კი ისარგებლოს სწრაფი მოგების ეფექტით.

 

6) ამ ხნის განმავლობაში რატომ არიან პასიურები ოპოზიციური პარტიები, რატომ ძინავთ და პრინციპულად არ აყენებენ ხელისუფლებას წერტილოვან დარტყმებს?

 

7) ნუ გვადანაშაულებთ რვიანის ოპოზიციურ ოპონენტებს ხელისუფლების თანადგომაში. თქვენ გვატყუებდით, როცა რეგიონებში გასვლა დაპირდით ამომრჩეველს და სადღაც ენჯეოს სხდომებზე დაიწყეთ ბოდიალი. ეს თქვენ აფრქვევდით თარიღებს , რომლის შემდეგაც იყო პრინციპული პოზიციის დაფიქსირების დაპირება, თუმცა ახლა უკვე მკვდარი სეზონისათვის ირკვევა- თქვენ აბოლებდით ამომრჩეველს, გვეუბნებით....ა ძთურმე ჯერ ...ვერ....

უმთავრესი კითხვა:

 

ა) უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ საარჩევნო გარემოს სრულყოფის გარეშე არჩევნების პროცესში ჩაერთოთ?

თუ კი, მაშინ იღებთ პასუხისმგებლობას მწარე შედეგებზე , რომელიც თქვენი პარტიის სათვალეებით არ უნდა განსაზღვროთ,არამედ გაიაზროთ შესაძლო პერსპექტივების ჭრილში. ჩემი ვარაუდით, ოპოზიციას არა აქვს ერთპროცენტიანი შანსიც კი, რადგანაც ვერასოდეს ვერ მოუგებს კარგ ჩანთაში ჩადებული ჭკვიანური პროგრამები საბიუჯეტო დაფინანსებით მოსარგებლე ნაცმოძრაობას.

 

ბ)რისი იმედი გაქვთ საერთოდ? ბოკერიას გონება რომ გაუნათდება და მიშას გამოაფხიზლებს თუ ძია სემი ზედმეტად რომ აიტკივებს აუტკივარ თავს. ყველამ ვნახეთ-ალიანსის ფორმირებასაც ხელს უწყობდნენ ,მაგრამ ადგილობრივი არჩევნების ფიასკოს შემდეგ მოხდა რეჟიმის ლეგიტიმირება. თუ ეს გნებავთ , მე სახელისუფლებო ნავში მჯდარებად მიმაჩნიხართ. ;)

 

და დასკვნა:

ეს თემა სალაპარაკო კი არა , საქმის გასაკეთებელია.გესაუბრებათ მოყვარე , რომელსაც ნიაჩნია - საარეჩევნო გარემო კი არ უნდა შეიცვალოს , არამედ პოლიტიკური ატმოსფერო , ხოლო არჩევნები ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია,თუმცა მისი დალაგებულ ვითარებაში ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ან უდიდესი მონიტორინგის ფონზე !

 

ფრთხილად, არ გვიბიძგოთ იმისკენ რაც მოხდა შარშან!

ეს კონსტრუქციული გზა არაა, უარესი ჩიხია და ტყუილების გეზი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

mtidan

ვინც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას პირდება მოსახლეობას ან პოლიტიკური სიმწიფე აკლია, ან ხალხს აბოლებს ხელისუფლების დაკვეთით. არც რევოლუცია მოხდება, იმიტომ რომ არანაირი რესურსი არ არსებობს საამისოდ.

McLaren

არ მინდა ახლა რვიანის დაცვა გამომივიდეს (მანდედან პატივს მხოლოდ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს ვცემ), მაგრამ აბა სხვა რა უნდა ქნან?   კაციტაძე იმიტომ იძახის აქციების წინააღმდეგნი ვართო, იმიტომ რომ იც

SSDK

პლანეტას და პლანეტელებს ჩემი მოკრძალებული სალამი.. დავბრუნდე იქნებ ცოტა ხნით, თუ გახსოვართ ვინმეს   ამ თემით გადავწყვიტე, რადგანაც მაკლარენის არ იყოს, ქართულ პოლიტ სივრცეში, მხოლოდ ახლებს, რესპებს (დ

lasha_alo

2)რვიანის ერთიანობა სულაც არ მიქმნის დისკომფორტს,მაგრამ ჯერჯერობით ეს ფენომენი გამოყენებული იყო სხვა ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ, ხოლო პოზიტიური ეფექტი საერთოდ არა აქვს.

კხმ

 

აბა ეს ნახე

 

მამუკა კაციტაძე: "ქუჩის აქციების გამართვასთან დაკავშირებით "რვიანში" შეთანხმება არ არსებობს"

15:07 10.06.2011

 

[პირველი]

 

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის მტკიცებით, "ქუჩის აქციების გამართვასთან დაკავშირებით "რვიანში" შეთანხმება არ არსებობს".

 

როგორც "პირWელს" კაციტაძემ განუცხადა, "შეთანხმება მხოლოდ იმ საკითხებზეა მიღწეული, რომელიც "რვიანმა" 7 ივნისის განცხადებაში გაახმოვანა, მათ შორის - პლებისციტის მსგავსი სამოქალაქო გამოკითხვის ჩატარების თემაზე, ყველაფერი დანარჩენი კი, რაც ლიდერების მხრიდან აღინიშნა, მხოლოდ ზეპირი განცხადებებია".

 

"8 თვის განმავლობაში, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი დაიწყო, "რვიანის" წარმომადგენლებს შორის ბევრ მინიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ სამსჯავროზე მხოლოდ შეთანხმებული საკითხები გადიოდა. ქუჩის აქციებთან დაკავშირებით "რვიანში" შეთანხმება არ არსებობს და ამაზე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია. "რვიანში" შესაძლოა, ჩვენც გვყავს თანამოაზრეები და ქუჩის აქციების მომხრეებსაც. "ახალი მემარჯვენეები" მივიჩნევთ, რომ ქუჩის აქციები პასუხისმგებლობას მოკლებული იქნებოდა რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის მაისის მოვლენებისა და ზაფხულის სეზონისა გათვალისწინებით", - განაცხადა კაციტაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ "რვიანის" იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც საარჩევნო რეფორმის საკითხში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართვას ისახავს მიზნად, ქუჩის აქციების დაგეგმვის შესაძებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 7 ივნისს გააკეთა, გუშინ კი "ახალმა მემარჯვენეებმა" განაცხადეს, რომ მათ აქვთ მყარი პოზიცია, რომლის მიხედვით, ქუჩის აქციებში მონაწილეობას არცერთ შემთხვევაში არ მიიღებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაქვს ერთი იდეა და ეს ამ იდეიდან ამღებული ტექსტია:

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ეს დრო იხარჯება ოპოზიციური პარტიების არაკოორდინირებულ ქმედებში, როდესაც სახელისუფლებო პარტიებისთვის (პარტიისათვის) ასეთი პატური მდგომარეობა ხელასაყრელია. დღვანდელი მდგომარეობა ქმნის საშისროებას იმისა, რომ საარჩევნო გარემოს მაქსიმალურ სამართლიანობის მიღწევის შემთხვევაშიც ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო უმცირსობასი დარჩებიან. გავიმეორე სიტყვებს "საქართველოს მოსახლეობში საპროტესტო მუხტი ავტოამტიურად არ ნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერას."

 

ნუ ამას თუ დავუმატებთ რვიანის განცხადებას, სადაც რეგიონებში (სოფლად) გასვლას აპირებენ (ეს უკვე გავიარეთ არა?), გამოდის რომ ან მაგარი დაბნეულები არიან, ან კიდევ ვიღაცის თამაშს თამაშობენ. ნეტავ ვის თამაშს? :)

ხო და სოფლად გლეხს რომ აუხსნიან რას ნისნავს საარჩევნო გარემო, გლეხს ეტყობა გულზე მოეშვება.

 

პარტია, თუ პარტიები მანახეთ ერთი მაინც ვინც დღეს არჩევნებისათვის ემზადება?

ხო, შაშიაშვილმა "არცერთი ნაბიჯი უკანო", ნეტავი წინ როდის წასულა რო.

რა უნდათ ამათ ნეტავი ტვითონ ტუ იციან?????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვინაა აქ ასეთი?

როგორც მახსოვს ადრე ლაშა-ალო და დეპრესა იყვნენ.

შეიძლება ვცდები, მაგრამ შენც წესით მაგის მომხრე უნდა იყო. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, რომ აღშფოთთებით და აქ გულს იჯერებთ, მერე გადახედეთ ამ ამბეს:

"გთავაზობთ ალტერნატიულ გზას, შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკაში ცივილური სტილი და დასავლეთის დემოკრატიული ღირებულებეის მაგალითზე აგებული პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები.

ორი გზა გვაქვს, ან ავღშფოთდეთ, ან კიდევ რამე გავაკეთოთ. დარეგისტრირდით საიტზე, რითაც დაადასტურებთ პარტიის მომხრეს სტატუს."

 

მერე ეს ლინკი ნახეთ:

"ალტერნატიული საინფორმაციო ცენტრი"

http://soclberal.georgian-style.net/?p=124

 

ხო და გეუბნებით საცაა ერთი წელი უკვე, რომ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება და ეს მცირე ფინანსებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვეკითხები რვიანის მხარდამჭერებს

 

 

ვინაა აქ ასეთი?

მე.

 

lasha_alo

ეხლა მთლიანი ტექსტის განხილვას ვე დავიწყებ,რადგან საკმაოდ დიდია.მაგრამ ნაწილზე გავაკეთებ კომენტარს.ჯერ ეს:

 

ვინმემ სხვა გზა იცით? ან თქვენ რას გვთავაზობთ,გარდა აკვიატებული არ გამოვას გარდა.

lasha_alo

უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ საარჩევნო გარემოს სრულყოფის გარეშე არჩევნების პროცესში ჩაერთოთ?

თუ კი, მაშინ იღებთ პასუხისმგებლობას მწარე შედეგებზე

თუნდაც ასეთში არ მივიღოთ მონაწილეობა,რა ხელისუფლება მონაწილეებს ვე იშოვის.ჩამოგითვლით:ე.დ.პ ,მრეწველები,პადოშა,მე თვითონ,ჯონდი,სხვათა შორის შალიკოც,კოკო და კიდევ მრავალს შექმნიან,როგორც ადგილონრივ არჩევნებზე იყო.

ვინმეს გჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს დათმობას აპირებს? მას აქვს გასაგები გეგმა-შეაგროვოს პარლამენტართა ხმების 2/3 , ხოლო შემდეგ კი ისარგებლოს სწრაფი მოგების ეფექტით.

არა მგონია ამჯერად 2/3 უნდოდეთ,უბრალო უმრავლეასობითაც მშვენივრად იგრძნობენ თავს,მითუმეტეს ახალი კონსტიტუცია უკვე მიღებული აქვთ.

ფრთხილად, არ გვიბიძგოთ იმისკენ რაც მოხდა შარშან!

კი,თუ როგორც შარშან მიშას არამხარდამჭერები სახლში დაჯდნენ,მაშინ კი.

 

საარეჩევნო გარემო კი არ უნდა შეიცვალოს , არამედ პოლიტიკური ატმოსფერო , ხოლო არჩევნები ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია,

სწორედ ამას გულისხმობს საარჩევნო გარემო.უფრო მარტივად და ხალხისთვის გასაგებად,ამას თავისუფალი არჩევნები ქვია.

newstudio

კხმ

 

აბა ეს ნახე

მერე რა,არ უნდა გამყრელიძეს აქციები და არ მიიღებს მონაწილეობას.ეს ტრაგედიაა და ამას უნდა გაპიარება?

ბოლოს კიდევ ერთხელ,თქვენ რას გვთავაზობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარეჩევნო გარემო კი არ უნდა შეიცვალოს , არამედ პოლიტიკური ატმოსფერო , ხოლო არჩევნები ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია,თუმცა მისი დალაგებულ ვითარებაში ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ან უდიდესი მონიტორინგის ფონზე !

 

ვინც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას პირდება მოსახლეობას ან პოლიტიკური სიმწიფე აკლია, ან ხალხს აბოლებს ხელისუფლების დაკვეთით.

არც რევოლუცია მოხდება, იმიტომ რომ არანაირი რესურსი არ არსებობს საამისოდ.

ნუღარ წავა ავღანეთში ქართველი ბიჭები და მიშას საჭიროება ამერიკისთვის აღარ იარსებებს. მაშინ შეიცვლება გარემოც და მიშაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას პირდება მოსახლეობას ან პოლიტიკური სიმწიფე აკლია, ან ხალხს აბოლებს ხელისუფლების დაკვეთით.

+ მილიონ სჩემტო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ვინმემ სხვა გზა იცით? ან თქვენ რას გვთავაზობთ,გარდა აკვიატებული არ გამოვას გარდა.

ეს არის მხოლოდ გასამართლებელი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ სხვა გზა იცით? ან თქვენ რას გვთავაზობთ,გარდა აკვიატებული არ გამოვას გარდა.

ხანდახან არის ჭადრაკში სიტუაცია, როდესაც კარგად არ იცი, რომელი სვლა იგებს, შეიძლება არც ის იცი, კონკრეტული სვლა კარგია თუ ცუდი, რთული სიტუაციაა, მაგრამ დანამდვილებით იცი, რომელი სვლა (სვლები) აგებს. ამიტომ, მე შეიძლება ვერ შემოგთავაზო რაიმე კონკრეტული სვლა, მაგრამ უეჭველი გითხრა, რომელი სვლა არ უნდა გააკეთო.

პ.ს. უფრო მეტიც, მე შეიძლება შემოგთავაზო სხვა სვლა, უფრო რისკიანი, რომელსაც მოგების და წაგების შანსი თანაბარი აქვს. ისევ ეგეთი სვლა ჯობია გააკეთო, ვიდრე უეჭველად წამგებიანი

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლოს კიდევ ერთხელ,თქვენ რას გვთავაზობთ?

1) ყოველდღიური მუშაობა პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

 

2)რეგიონებში დღესვე საკოორდინაციო ჯგუფების შექმნა,რომლის მიზანიც იქნება ურთიერთსოლიდარობა, ხელისუფლებაზე ზეწოლა,მონიტორინგი,პარტიულ და ენჯეო ოფისებში ინფორემაციის გადაცემა,რათა ხელისუფლება იყოს ყოველდღიურ წნეხში. არ უნდა იარსებოს ერთიანმა ოპოზიციამ,მაგრამ მეტი თანადგომა,პოლემიკაც,თუმცა კოორდინირების მოქნილი მექანიზმი ყველა უბანში და სოფელში.

 

3) ყოველწუთიერი წერტილოვანი დაბომბვა.შეგუება იმისადმი, რომ მხოლოდ არგუმენტიან კრიტიკას აქვს აზრი.ბრძოლა,ბრძოლა,ბრძოლა,თავის გადადება.

 

4)ოპოზიციური აზრის კონსოლიდირება, რომ დროა ბრძოლის.

 

5 უკანდაუხევლობა საარჩევნო საკითხებში.საჭიროების შემთხვევაში ბოიკოტი!!!!! მიიღებს პადოშა ? მიიღება ნულოვანი ტოლერანტობა ასეთი არაკაცების მიმართ . აქციების დაგეგმვა მათ წინააღმდეგ.

 

6) პარტიები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ და არსებობდეს სოლიდარობა.

 

7)არ იარსებებს ერთი აზრი,მაგრამ იარსებებს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, ხოლო შედეგად კი ხალხში ოპტიმიზმი გაძლიერდება.

 

8) რაც შეეხება არჩევნებს , ჩემი დარწმუნება საჭირო არა. მე მამუკა კაციტაძეს ახალგაზრდობიდან ვიცნობ :) არ მჭირდება მისი ლექცია , რადგანაც აქეთ წავუკითხავ, რას მიქარავს და რას არა.

მიქარვაა დღეს , იდეაშიც კი დამარცხებულ არჩევნებზე ხალხის ბიძგი.

შეიძლება ბრძოლა გაუმართო,მაგრამ ასეთ განწყობილებას ვერ ვამჩნევ, ხოლო რაც ალიანსმა გაააკეტა , იგივე რომ გააკეთონ დიდი შანსია,ჰოდა .....

ბოდიში არეული ვწერ და რეცეპტების ნაწილს ჯიბეში შევინახავ :D ეს ხუმრობით .

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიქარვაა დღეს , იდეაშიც კი დამარცხებულ არცევნებზე ხალხის ბიძგი.

ვაჰ, ნელნელა გამოსწორებისკენ მიდის ხალხი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) ყოველდღიური მუშაობა პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

 

2)რეგიონებში დღესვე საკოორდინაციო ჯგუფების შექმნა,რომლის მიზანიც იქნება ურთიერთსოლიდარობა, ხელისუფლებაზე ზეწოლა,მონიტორინგი,პარტიულ და ენჯეო ოფისებში ინფორემაციის გადაცემა, რათა ხელისუფლება იყოს ყოველდღიურ წნეხში. არ უნდა იარსებოს ერთიანმა ოპოზიციამ, მაგრამ მეტი თანადგომა , პოლემიკაც,თუმცა კოორდინირების მოქნილი მექანიზმი ყველა უბანში და სოფელში.

 

3) ყოველწუთიერი წერტილოვანი დაბომბვა. შეგუება იმისადმი , რომ მხოლოდ არგუმენტიან კრიტიკას აქვს აზრი.ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა. თავის გადადება.

 

4)ოპოზიციური აზრის კონსოლიდურება , რომ დროა ბრძოლის.

 

5 უკანდაუხევლობა საარჩევნო საკითხებში.საჭიროების შემთხვევაში ბოიკოტი!!!!! მიიღებს პადოშა ? მიიღებს ნულოვანი ტოლერანტობა ასეთი არაკაცების მიმართ . აქციების დაგეგმვა მათ წინააღმდეგ.

 

6) პარტიები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ და არსებობდეს სოლიდარულობა.

 

7)არ იარსებებს ერთი აზრი ,მაგრამ იარსებებს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია , ხოლო შედეგად კი ხალხში ოპტიმიზმი გაძლიერდება.

 

8) რაც შეეხება არცევნებს , ჩემნი დარწმუნება საჭირო არა. მე მაუკა კაციტაძეს ახალგაზრდობიდან ვიცნობ :) არ მჭირდება მისი ლექცია , რადგანაც აქეტ წავუკიტხავ , რას მიქარავს და რას არა.

მიქარვაა დღეს , იდეაშიც კი დამარცხებულ არცევნებზე ხალხის ბიძგი.

შეიძლება ბრძოლა გაუმართო,მაგრამ ასეტ განწყობილებას ვერ ვამჩნევ, ხოლო რაც ალიანსმა გაააკეტა , იგივე რომ გააკეთონ დიდი სანსია .ჰოდა .....

ბოდიში არეული ვწერ და რეცეპტების ნაწილს ჯიბეში შევინახავ :D ეს ხუმრობით .

 

კაცო, ინფორმაციის მიწოდებს დანისნულების მიხედვით ვერ ახერხებენ და შენ სხვა რამეს ითხოვ?

ამის გამო შევთავაზე ამათ ალტერნატიული საინფორმაციო ცენტრის შექმნა. კარგიაო, რვინიდანაც მითხრეს არაო ცუდი, მაგრამ რა ამით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ვინმემ სხვა გზა იცით? ან თქვენ რას გვთავაზობთ,გარდა აკვიატებული არ გამოვას გარდა.

 

 

ეს არის მხოლოდ გასამართლებელი?

არჩილ,ეხლა აქუზე გადავრთე და ამაყად აცხადებდა,თურმე მთავარი ეხლა ის არისო,ყველამ ერთად მიშას გადადგომა მოვითხოვოთო.აგერ შალიკომ ხომ მოითხოვაო.ეხლა ამ დონეზე თუ დავალთ,კი ბატონო.

მე რვიანის მიდგომა ერდადერთ სწორად მიმაჩნია.სხვა გზა არ არსებობს და ამიტომაც ჩემი კითხვა რიტორიკულია.

რა თქმა უნდა არც მე და ალბათ არც არავინ დარწმუნებული არ არის,რომ ეს მოგებით დამთავრდება.მაგრამ სხვა რა ვქნათ?ნებისმიერი, თუნდაც მასობრივი გამოსვლები მიშას ფეხებზე კიდია.არსადაც არ წავა ამით.ძალით,ანუ იარაღით ვერც მოერევი და არა მგონია ან შენ ან ლაშას ეს გინდოდეთ,თუნდაც შესაძლებელი იყოს.

აბა რუსების გაგდებული მიშა და თბილისში ისევ რუსი სალდათის ნახვა,ჩემთვის კოშმარული სიზმარია.

რა რჩება ერთი ამიხსენით.

ვცადოთ კიდევ ერთხელ თავისუფალი არჩევნების მიღწევა,თუ ხალხს გავაგებინებთ და მათი მხარდაჭერა იქნება და ისინი მასიურად მოვლენ არჩევნებზე,ნამდვილად მოგების შანსი დიდია.

ეხლა თუ არც დასავლეთის და არც ხალხის მხარდაჭრით არაფერი არ გამოვიდა და მიშა ბაშირ ასადს დაემგვანა და ხალხის დახვრეტა დაიწყო,მაშინ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდებით,მითუმეტეს არა მგონია საქართველოს მოსახლეობამ სირიელებივით ყოველდღიურ დახვრეტებს არ შეეპუოს და პროტესტები გააგრძელოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...