Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. "შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, სხვათა შორის, ყველაზე მაქსიმუმში და, ამასთან ერთად, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. ვაბრუნებთ მარტივი მიზეზის გამო - ვიცით, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას ან ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება. “ნაციონალურ მოძრაობას” ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გააკეთებდა. “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე დიდი დანაშაული რა არის, იცით? “ნაციონალური მოძრაობა” არც ცდილობს, რომ “ოცნება” დაამარცხოს , რადგან იცის, ამის ძალა არ აქვს.“ნაციონალური მოძრაობა “ ახლა ზის და ელოდება, როდის გაცვდება “ოცნება” და სანამ “ოცნება “ ცვდება და ივანიშვილი ცვდება ჩვენი ქვეყანა ხელიდან უშვებს შესაძლებლობების დიდ შანსს. ოპოზიციური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ყველაზე დიდი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს მისია ქვეყანაში “ოცნება“ დაამარცხოს, ეს ოპოზიციური პარტია ერთიანობას რომ ვერ ინარჩუნებს, ეს სერიოზული პრობლემაა მეგობრებო, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს ოპოზიციური პარტია,რომ ვერ გაურკვევია არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე სამად გაყოფილი თუ ოთხად გაყოფილი მიდის არჩევნებზე, ეს პრობლემაა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  3. გოგოლაშვილი: EU-სთან უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა საკმარისია. კახა გოგოლაშვილი ხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება, ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის თანხმობა სჭირდება, არასწორია. 25 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მის 2 შესწორებას. ერთ-ერთ პროექტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, „დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების მხრივ, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში არსებითი კომპონენტია”. მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, მსგავსი საკითხის „ინიციირებასა და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა”. მამუკა მდინარაძის შეფასებით, რეზოლუციაში მსგავსი ჩანაწერი „შანტაჟია”. თუმცა, კახა გოგოლაშვილი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ალბანეთს და ვანუატუს, ამავე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ევროკავშირის თანახმად:
  4. Today
  5. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები. „შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ შეარყიოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში მომავალი არჩევნების წინ. ამას მე ვეძახი იაფფასიან პოპულიზმს და დემაგოგიას. ხალხის გარკვეული რაოდენობა სწორედ ამას აკეთებს. ეს მათი უფლებაა, დაე, ასე მოიქცნენ. ეს არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებულია — სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა, გადაწყვეტილება, რომელსაც აფხაზეთის ყველა ლიდერი თავის დროზე დაეთანხმა,“ — განაცხადა ასლან ბჟანიამ ინტერვიუში. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას დამსწრე 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, სულ, 35 დეპუტატია. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების შესახებ კანონის რატიფიცირებას ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდა. ნეტგაზეთი
  6. 29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის ჩაინიშნა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. იპნ
  7. "ოცნება" დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს მის მიერვე მიღწეული თითოეული მონაპოვარი. იმ 83 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ბრალეულობას ამოეფარება, ცდებიან. პასუხისგებლობები პერსონალიზირებული იქნება. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1535722120321236/
  8. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და მაღალი რანგის წარმომადგენელმა სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიოს „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტი“ და უარი თქვას დესტრუქციულ გზაზე. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულის ბრძოლის შემდეგ, რუსული გავლენა საქართველოში ბრუნდება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და მისი უახლოესი მეგობრების რჩევას, კვლავ აყენებს რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, საქართველოს დაქვეითებულ დემოკრატიაზე სულ უფრო და უფრო მეტ თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაახშოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიულად ჩააცემენტოს რეჟიმის ძალაუფლება“, — ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობისთვის, „შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“. „შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონკრეტულ მხარდაჭერას, პოლიტიკურ თანადგომას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა, პირიქით, მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა. FARA-სთან ან დასავლეთის უცხოური გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც კრემლის მოძველებულ ნარატივებს იმეორებს. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხვიოს ამ დესტრუქციულ გზას”, – ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა. ჰელსინკის კომისიამ 5 აპრილსაც გაავრცელა განცხადება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უარი ეთქვა ხელახლა დაინიციირებულ რუსულ კანონზე. ნეტგაზეთი
  9. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  10. Yesterday
  11. ხელისუფლებას, გარდა რუსეთისა და საკუთარი თავისა, თანამოაზრე არავინ ჰყავს. მთავარი არ არის ვის რომელ აქციაზე მოუწევს დადგომა, მთავარია ისტორიის რომელ მხარეს დავდგებით 26 ოქტომბერს, სადაც არანაირი კონტროლი, არანაირი გავლენა თქვენზე ხელისუფლებას არ ექნება. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435857342359595/
  12. სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს – წვრილმანი ხულიგნობა. სანდრო ჯოხაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ვერც პოლიციური სისტემა და ვერც უსამართლო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ მოქალაქეებს ვერ დააშინებს. “ორი მოწმე, ორი პოლიციელი ჰყავდათ. ერთი, მანქანაში რომ ჩამსვეს, მაშინ ვნახე და მეორე საერთოდ თვალით არ მინახავს აქამდე. ჩვენ მტკიცებულებებად ვიდეოები გვქონდა, მოწმეებიც გვყავდა ოთხი. შსს-ს ვიდეოებზეც კი ჩანდა, რომ ეს პოლიციელები იტყუებოდნენ და საერთოდ არ ყოფილან ახლო-მახლო. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც შსს-ს უნდოდა და 2200 ლარი დამაკისრეს. ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, რომ შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის. პირიქით, ბევრად მეტი შემართებით გავაგრძელებ. სხვა დაჯარიმებულებსაც ვესაუბრე და ყველა ამ აზრზე ვართ. პოლიციური სახელმწიფო და უსამართლო სასამართლო ხელს ვერ შეგვიშლის”, – ამბობს 18 წლის სანდრო ჯოხაძე. სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა. ის ძმასთან, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ გიგა ჯოხაძესთან ერთად, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს. “მოქალაქეების დარბევა დაიწყეს, სანდრომ მიმართა პოლიციელებს, რომ არ დაეკავებინათ ადამიანები, რადგან ისინი გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. ამ დროს დააკავეს ისიც. ეს დაინახა მისმა ძმამ, გიგამ, რომელმაც ჰკითხა პოლიციელს, რატომ აკავებდნენ მის ძმას, პოლიციამ ისიც დააკავა ისე, რომ არ განუმარტავთ, რატომ აკავებდნენ ან ერთს, ან მეორეს”, – განმარტავდა ძმების ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი, ჯანო ჭკადუა. მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს. ნეტგაზეთი
  13. გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს. „ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. შესაბამისად, რედაქციისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დადანაშაულება იმაში, რომ „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ამ ოპოზიციური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან. ეთერ თურაძის გამოსვლა სრულად: ნეტგაზეთი
  14. სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა. „ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობას. უნდათ შემოგვტენონ ის, რაზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე თქვა უარი. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ლინკოლნ მიტჩელის შეფასება, რომელიც, თავის დროზე იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი. ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს: აბსოლუტურად მშვიდ პოლიტიკურ ველზე შეეძლოთ წყნარად და ღიმილით გასულიყვნენ არჩევნებზე, სადაც, დიდი ალბათობით, უმრავლესობას მოიპოვებდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნებამდე ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რამე სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა. რაში დასჭირდათ ამის შემოტრიალდება, გაუგებარია,“ — უთხრა ნეტგაზეთს ირა ჭელიძემ. ის ამბობს, რომ იმ დაშვებითაც კი, რომ გამჭვირვალობის პრობლემა მართლა არსებობს, ხელისუფლებას ამის მოგვარება უკვე არსებულ კანონში მარტივი ცვლილებით შეეძლო, თან ისე, რომ ამხელა ყურადღება არ მიექცია და არც ამხელა ხმაური გამოეწვია. ჭელიძე განიხილავს ორ ვერსიას, რაც შეიძლება იყოს მმართველი პარტიის „ფიქრის ლოგიკა“. „ახსნა, რომლითაც შეიძლება მათი ფიქრის მიმართულების გაგება, არის ის, რომ მოინდომეს საზოგადოების დაყოფა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ისევ დავხოცავთ ერთმანეთს სოციალურ სივრცეში და გარეთ. ისევ პოლარიზაციით მოვიგოთ არჩევნები. რამდენად გამოუვა, ეჭვი მეპარება. ექსპერტები მთელ მსოფლიოში ე.წ. მარჯვენა მოსახვევს ელოდებიან — ამერიკაში ტრამპს და ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, მემარჯვენე პარტიების უფრო სოლიდურად წარმოჩენას. ის ნარატივები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახმოვანებს, არც ამ მემარჯვენეებისთვისაა უცხო. ჰგონიათ, რომ ეს თუ მოხდა, დასავლეთიდან აღარ წამოვა შენიშვნები და გაძვრებიან. თუმცა, ევროკავშირის იდეოლოგია არის ერთიანი, მწყობრი და შეიძლება, მემარჯვენეების მოსვლამაც არ უშველოს ამ ამბავს,“ — ამბობს ჭელიძე. ის საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც კანონის მიღების შემთხვევაში შეიქმნება. „ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვთქვათ, არ მაქვს წაკითხული კანონი, ეჭვი მეპარება პირადად მე დავზარალდები თუ არ დავზარალდები და ა.შ. რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს და გვეუბნებიან, თუ ამ კანონს მიიღებთ, წევრობაზე მოლაპარაკებას არ გაგიხსნითო, მხოლოდ ამიტომ არის ცუდი ეს კანონი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალდებიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. დავუშვათ, რომელიღაც არასამთავრობო მართლა იღებს დაფინანსებას ერთი რაღაცისთვის და ამ ფულს უშვებს სხვაგან. თუმცა პარალელურად არსებობს ორგანიზაცია, რომელიც, მაგალითად, ადვოკატირებას უწევს შშმ პირებს, ან იცავს გაუპატიურებული ბავშვების უფლებებს. ესეც და ისიც ერთნაირად დაზარალდება,“ — ამბობს ჭელიძე. 2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  15. დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში. პუბლიკა
  16. ევროპარლამენტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მისი ორივე შესწორებით მიიღო. შეჯერებულ პროექტში, რომელსაც მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია. რაც შეეხება ორ შესწორებას – ის მოიცავდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გაწვევას, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას. რეზოლუციის წინააღმდეგ 25-მა მისცა ხმა, ხოლო თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი: კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კონტროვერსიული კანონის ხელახლა ინიციირებას. კანონი დააწესებს დამამცირებელ შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ამასთან, ძირს გამოუთხრის მათი თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას. ამ კანონს უკვე მოჰყვა პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, საზოგადო მოხელეების და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია; შესაბამისად, დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს საპარლამენტო პროცედურები, რომელიც ამ კანონის მისაღებად ხორციელდება. დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ვალდებულებებს, რომელიც მან 2023 წლის მარტში აიღო, როცა გააკეთა განცხადება, რომ უპირობოდ გაიწვევდა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას და თქვა, რომ მსგავს კანონს აღარ დააინიციირებდა. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და დაადგეს ევროკავშირში გაწევრების გზაზე; ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლება და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრება; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ კონტრავერსიული კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე; ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელს მედიას შეუძლია, განვითარდეს. გმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინსპირაციას ანალოგიური რუსული კანონმდებლობიდან იღებს, როგორიცაა „რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონი”, რომელიც მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგობის ჩასახშობად და ქვეყანაში შემორჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გაგებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს; შეახსენებს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადისას აღებული ვალდებულებების შესახებ და მოუწოდებს, იგივე გააკეთონ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა გაფართოების საკითხებში; იწვევს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს კანონპროექტის შესაძლო შედეგები ევროკავშირის დაფინანსებაზე. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეინარჩუნოს ვალდებულება, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და რეალურად უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში გაწევრების პირობების სრულად განხორციელება; იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მისი სურვილისადმი, იცხოვროს აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერის აღიარების სურვილით; მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო მისია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად; შესწორებებში კი: პირველი შესწორება – ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლზე არსებულ პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაზე, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლეთისკენ ორიენტირებულ კურსს რუსეთისკენ გადახვევის სასარგებლოდ. ის აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა და გახდა „ქართული ოცნების” პარტიის „საპატიო თავმჯდომარე”. იმეორებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი მოწოდებას, რომ განიხილოს პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში არსებული როლისა და საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ საქმიანობისთვის; იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძვლებზე და მისცეს მას საშუალება მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე აჩვენებს სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობას. მეორე შესწორება – მოუწოდებს კომისიას, რომ დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების მხრივ, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში არსებითი კომპონენტია; მოუწოდებს „ქართული ოცნების” უმრავლესობას, რომ გაიწვიოს წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ლგბტქ+ უფლებებს ეხება და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო სექტორზე; იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს და მისცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე აჩვენებს სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობას. პუბლიკა
  17. პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია „ფორმულაზე" ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/952842656564755
  18. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით თქვენ 29 აპრილს, მთავარია სად დადგებით 26 ოქტომბერს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/947746630128130/
  19. “ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს და ბიზნეს პარტნიორები არიან, მათი ეს კოალიციური პარტნიორობა პოლიტიკაში, დღეს ნათელი დასტური იყო და ამას გაგრძელება ბუნებრივია ექნება. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ერთი მხრივ “ოცნება” გავუშვით ოპოზიციაში ამ საკრებულოებში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მოვუშვით ხელისუფლებაში და დღეს რა გააკეთეს? “ნაც.მოძრაობის” დახმარებით “ოცნებამ” დაიბრუნა რუსთავის საკრებულოში ძალაუფლება. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/969396624305095/
  20. ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ტავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841092631372231/
  21. სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს. რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/
  22. სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დასავლეთის დახმარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამების "კრიმინალიზაციას ახდენს". ამასთან, ნატალია საბანაძის განცხადებით, კანონის გამო ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას ევროკავშირისგან არ უნდა ველოდოთ, რადგან აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. „რეზოლუციის მიღების პროცესი საკმაოდ რთულია და საკმაოდ ბევრ ეტაპს გადის. პირველ რიგში იწყება პროექტით, რომელსაც პოლიტიკური პარტიები დებენ, შემდეგ დგება დებატები, რაც აძლევს საშუალებას ევროპარლამენტარებს, რომ თავიანთი პირადი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ. შემდეგ ისევ ბრუნდება მოლაპარაკებებზე ტექსტი და ხდება ამისი საბოლოო შეჯამება. კიდევ შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, ბოლო წუთას, თავად სხდომაზეც, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდება ხოლმე. ეს არის ხოლმე მოლაპარაკებების, დათმობის, სხვადასხვა პოზიციის შეჯერების შედეგი. შეიძლება ტექსტი კიდევ გამწვავდეს, მაგრამ მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ასახული არ იქნება. მას აქვს თავისი ძალიან კარგად და ცალსახად განსაზღვრული პირობები და პროცედურები, რომელიც პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ამიტომ ამისი მოლოდინი არ მაქვს. რაც შეეხება სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას, ამას უნდა ველოდოთ. სანქცირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დახმარებები რომ შემცირდება თითქმის ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ეს სიგნალი სხვადასხვა დონეზე უკვე გაცემული იყო და პირდაპირ კავშირშია ამ კანონთან. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] ახდენს დასავლეთის დახმარებას და დემოკრატიის წინ წაწევის და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ. იპნ
  23. ფორმალურად, არაფორმალურად, შინაარსობრივად და ყველა ფორმით არის ფარული შეთანხმება “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, წინ დააყენეს თავიანთი პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესები, ამის გამო გააკეთეს ის, რომ ჩვენს წევრს, ვინც იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, იმპიჩმენტი გამოუცხადეს. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2200459790291191/
  24. ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული. კერძოდ, “საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის 5 სხვადასხვა პარტიიდან. რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 ნაბიჯიდან ორს არღვევს, კერძოდ კი 1-ელ ნაბიჯს (რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს) და მე-9 ნაბიჯს (რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს). აღინიშნება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების. ასევე აღინიშნება, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ საფუძველზე გადაწყვიტა, რომ თბილისი ამ ნაბიჯებს გადადგამდა. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი წინა რეზოლუციებში იმ მოწოდებებით გამოდიოდა, რომ საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ოლიგარქიული ინტერესების გამანადგურებელი როლი შემცირებულიყო, რომლებიც მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში გამოიხატებოდა, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვდა. რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. იპნ
  25. მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან. ფაქტიურად პარადოქსულია, იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით, მივაღწიეთ იმას, რასაც ამდენი ხანი ველოდით და რეალურად ჩვენი ურთიერთობები გაიყინა. ამ კანონის უკან შემობრუნებით ხელისუფლებამ ფაქტიურად ცივი ომის პირობებში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398337576372631/
  26. Last week
  27. Сочные домашние котлеты — наверняка одно из любимых блюд каждого украинца. Они пропитаны любовью и заботой. Ниже мы расскажем, что учесть во время приготовления биточков [url=https://olesinrecept.cx.ua/]Рецепты[/url]
  28. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა. მისივე შეფასებით, „რუსული კანონი“ ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. კითხვაზე მიმართავს თუ არა ის ახალგაზრდებს, ლაზარემ აღნიშნა, რომ ისინი ისედაც აქტიურები არიან აქციაზე. გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა. „რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. მე მგონი, ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ, ისედაც აქტიურები არიან. ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური [მოპყრობა იყო], ბევრი პრობლემა არის ციხეშიც. რაც შეეხება შეწყალებას, შოკში ვიყავი, ერთადერთი რაც გავიგე, რომ „მე ის შევიწყალეო“ და მაგის მერე არ მახსოვს არაფერი, ძალიან ემოციური იყო“,- განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა. ის მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ. „როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“,- განაცხადა გრიგორიადისმა. ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იპნ
  29. დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს. თქვეს, რომ კი ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, ორივე ერთად ვართ საკრებულოში და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა და არ ისმის მათი რეალური საჭიროებები, ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში მათი ხმა. ნათია შელეგია, რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/737281151940348/
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...