Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად შეიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას, ან ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ პენსიაზე, ძალიან ცდება


"შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში,  ამასთან, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად - ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. ვაბრუნებთ მარტივი მიზეზის გამო - ვიცით, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას, ან ჩვენზე უკეთესად შეძლებსოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება.  ნაციონალურ მოძრაობას” ამის შესაძლებლობა, რომ ქონოდა, გააკეთებდა.  “ნაციონალური მოძრაობა” არც ცდილობს, რომოცნება” დაამარცხოს , რადგან იცის, ამის ძალა არ აქვს.ახლა ზიან და ელოდებიან როდის გაცვდებაოცნება” და სანამოცნებაცვდება და ივანიშვილი ცვდება, ჩვენი ქვეყანა ხელიდან უშვებს შესაძლებლობების დიდ შანსს. ოპოზიციური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ყველაზე დიდი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს მისია ქვეყანაშიოცნებადაამარცხოს, ეს ოპოზიციური პარტია ერთიანობას, რომ ვერ ინარჩუნებს, ეს სერიოზული პრობლემაა. ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს ოპოზიციური პარტია,რომელსახ ვერ გაურკვევია არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე - სამადაა გაყოფილი თუ ოთხად, მიდის არჩევნებზე. აი ეს  არის პრობლემა."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...