Jump to content
Planeta.Ge

ცვლილებები ქართულ მედიაში


Recommended Posts

მოკლედ დაიწყო.....

ჯერ არველაძე იმედში, მერე ყუბანეიშვილი გადადგა და ამბობენ გრიგოლიასაც შეიძლება საფრთხე შეექმნასო, ცვლილებები რუსთავზეც. რა ხდება?

 

http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=3&lang=ka

 

ნინო შუბლაძეს ირმა ნადირაშვილი ცვლის

ავტორი - Gevision.Tv

WEDNESDAY, 15 JULY 2009 17:45

დღეიდან ”რუსთავი-2” საინფორმაციო სამსახურს ირმა ნადირაშვილი უხელმძღვანელებს. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი , ნინო შუბლაძე არხის გენერალური დირექტორის - გოგი გეგეშიძის მოადგილის თანამდებობაზე გადადის. ის ასევე გადაცემა ”პოზიციის” წამყვანად დარჩება. გავრცელებული ინფორმაცია ნადირაშვილმა სააგენტო ”პირველთან” საუბარში დაადასტურა. საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ტელეკომპანიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს.

 

http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=3&lang=ka

 

ყუბანეიშვილი მოხსნეს?!

ავტორი - Gevision.Tv

WEDNESDAY, 15 JULY 2009 14:15

როგორც ”გევიჟენს” სანდო წყარომ აცნობა, პირველი არხის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. ლევან ყუბანეიშვილს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. წყაროს ცნობით ყუბანეიშვილს პირველი არხის გენერალური პროდიუსერი გია ჭანტურია შეცვლის. თუმცა ახალი თავმჯდომარე არჩევნებმა უნდა გამოავლინოს. ”გევიჟენმა” ინფორმაციის გადასამოწმებლად ყუბანეიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. როგორც გია ჭანტურიამ ”გევიჟენთან” საუბარში განაცხადა, იგი საქმის კურსში არ არის და თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ”გუშინ საქმიანი შეხვედრა გვქონდა და დღესაც ლევან ყუბანეიშვილი თავის კაბინეტში ზის” - განაცხადა ჭანტურიან ”გევიჟენთან” სატელეფონო საუბარში და თავის სავარაუდო კანდიდატურაც უარყო. ლევან ყუბანეიშვილი პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გასულ წელს 4 აპრილს არჩევნების გზით დაინიშნა. ლევან ყუბანეიშვილი გენერალურ დირექტორად 8 კანდიდატიდან მეორე ტურში გასულ ორ კანდიდატს შორის ფარული კენჭისყრით იქნა არჩეული. სულ ამ თანამდებობაზე 32 განაცხადი იყო წარმოდგენილი.საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობისა და პოლიტიკის შეცვლა ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმნოადგენდა, რომელიც მან ხელისუფლებას წაუყენა და რომლის შესახებ მათ შეთანხმებას მიაღწიეს. მაშინ არჩევნებში მონაწილეობას ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ბაქრაძე, გენადი უჩუმბეგაშვილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ. პირველი არხის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ყუბანეიშვილი ამ წუთებში შენობას ტოვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...