Jump to content
Planeta.Ge

სოფლის მეურნეობის ვნებები


Recommended Posts

საქართველოში, რომლის ისტორია, წელთაღრიცხვა, კულტურა,მენტალობა, და ერთი სიტყვით ყველაფერი 2003 წლის 23 ნოემბრიდან იწყება – სახელმწიფო მოღვაწეებისა და პოლიტიკური პარტიის (ერთი, განუმეორებელი და მონოლითური, დედა, მამა და ა.შ. პარტიის რა თქმა უნდა) არნახული წარმატებების ისტორია ულევია, ვითარცა ზღვაში წვეთი და ცაში ვარსკვლავები.

 

მაგრამ დღევანდელი თემის მუზა და მუხტი „სულ სხვაა“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმართული რეფორმა და ხელთუქმნელი მიღწევები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო (უფრო კონკრეტულად კი მისი ხელმძღვანელობა და რამდენიმე გულანთებული „ვაზელინი“. ძირითადი სტაფი ყველგან ნორმალურია) აქ დაშიფრული სახელწოდებაა – თავისი შინაარსობრივი სტრუქტურით ის ძალიან ცოტათი თუ განსხვავდება Yap Yumb-ისა ან Pascha-სგან. საქმეში ჩახედულებს გაეღიმათ. ჩაუხედავებს კი “დაგუგლვისგან“ გავათავისუფლებ და ვეტყვი, რომ ეს მჟღერი სახელები ევროპის ყველაზე დიდი ბორდელებია.

არ იფიქროთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთარი შენობის სარდაფები რომელიმე ავტორიტეტულ საუნას მიაქირავა (თუმცა ბატონი კვეზერელისგან არც ეს არის გამორიცხული),მაგრამ ფაქტია, რომ შიდასაუწყებო, კორპორატიული კომუნიკაცია ძნელად თუ განსხვავდება ინსტიტუციონალიზებული ბორდელის კომუნიკაციისგან – სადაც ყველა ინფორმაცია საბოლოოდ „მამაშის“ ანუ მინისტრის კაბინეტში იყრის თავს. მას ყველგან თავისი „ინფორმანტები“ ანუ „ბოზები“ ჰყავს და ასე მიჰყავს „პარადი“.

 

სანამ უშუალოდ კაზუსის განხილვაზე გადავიდოდეთ

ორიოდე სიტყვით ჩვენი თემის გმირის შესახებ:

იცნობდეთ და წყალობდეთ:

„ბოზების კომენდანტი“ ბაკურჩიკა კვეზერელი,

 

http://i005.radikal.ru/0907/63/07e20af4ba75.jpg

 

იგივე სრულიად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 1981 წელს არის დაბადებული, რაც პირველ რიგში მის მაღალ კვალიფიკაციასა და მხოლოდ ნამუშევარი წლების შემდეგ მოსულ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. რომ არაფერი ვთქვათ მისი ზუსტად სოფლის მეურნეობის სფეროზე მორგებულ საგანმანათლებლო პროფილზე, Alma Mater-ის უმაღლეს დონეზე და ათწლეულები პროფესიულ სამუშაო გამოცდილებაზე.

ბატონმა კვეზერელმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი, ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობით. სამაგისტრო კურსი კი ბატონმა მინისტრმა, მართალია სოფლის მეურნეობისგან ცოტათი უფრო მოშორებულ პროფილში გააკეთა, ვიდრე ეკონომიკური ინფორმატიკაა, ანუ საბანკო საქმეში, მაგრამ ჩვენი მთავრობა ხომ რინუს მიჰელსის ტოტალური ფეხბურთის ტაქტიკით მართავს ქვეყანას?!

ვინ უნდა დავაბნიოთ ამ უმაღლესი დონის ახალგაზრდა პროფესიონალთა მასიური როტაციებით არ ვიცი, მაგრამ ეტყობა ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზია იმ გრანდიოზული გამარჯვებისა, რომელიც გასულის წლის აგვისტოში მოვიპოვეთ. ასე იქნება.

ლირიული გადახვევები იქით იყოს და მივყვეთ ჩვენი დროის „სახელმწიფო მამაშის“ ბიოგრაფიას.

 

ბაკურჩიკას მიკასიოკუს თუ პოკახონტასის უნივერსიტეტში (ტოკიო, იაპონია) გაუვლია მოკლე კურსი „საერთაშორისო დახმარების ეფექტურ გამოყენებაზე“. კურსი სავარაუდოდ ძალიან მოკლე უნდა ყოფილიყო და საკე/გეიშების უკეთეს გაცნობაზე ორიენტირებული. რადგან ქართულ აგრარაულ მეურნეობას „საერთაშორისო დახმარების ეფექტურობის“ არ ეტყობა არაფერი.

გეიშებსა და საკესთან ახლო ნაცნობობის შემდგომ მისი კარიერა თავბრუდამხვევად ვითარდება - მთელი 2 წელი და 4 თვე სხვადასხვა სპეციალისტი თუ “აპარატჩიკია“ პრეზიდენტის კანცელარიაში, ეკონომიკის სამინისტროში. ქონების მართვის სამინისტროსა თუ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მინისტრის აპარატში. რისი ლოგიკური დასასრულიც 27 წლის „ბოზების კომენდანტის“ სოფლის მეურნეობის მინისტრად აღზევებაა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში რა თქმა უნდა უამრავი და ეფექტური, გრანდიოზული, ათასწლეულისა და მთელი ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ უპრეცედენტო რეფორმები განხორციელდა.

ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამაზე დავას არ დავიწყებ. მაგრამ აქ ერთ-ერთ საქართველოს ვორტუალურ რეალობაში "გამოჟონილ" (თუ არა მეხისავით გავარდნილ) ინციდენტზე დავკონკრეტდებით.

ამა წლის მაისში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში „მამაშის“ ინიციატივითა და მისი უშუალო ხელდასხმით (ეტყობა გეიშების მერე ვერ „დაასტოპა“ ბიჭმა) - ახალი ტიპის მუშაკი მაია მეტრეველი მოვიდა, რომელმაც სამსახურის 300 თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის უთარიღო განცხადების დაწერა მოსთხოვა. ეს რა თქმა უნდა აპრობირებული, მაღალი პროფესიონალიზმის და არნახული ეფექტურობის მომტანი ნაბიჯი ვერ იქნა ჯეროვნად შეფასებული თანამშრომლების მხრიდან. რადგან ისინი „კომუნიზმში ჩარჩენილი“ ხალხია.

ამაზე ერთ-ერთმა ჩვენმა ფორუმელმა გახსნა თემა და ხაზი გაუსვა ნაციონალების ქვედა რგოლების არაკომპეტეტურობასა და არაეფექტურ საკადრო პოლიტიკას – თითქოს რა უნდა ყოფილიყო ამაში?

თავისუფალი და დემოკრატიის შუქურა ქვეყნის, დამოუკიდებელ მედია/ინტერნეტ სივრცეში იხსნება თემა კონკრეტული თანამდებობის პირის, კონკრეტული კრიტიკით და რა მერე?

არც არაფერი. ნორმალური, პროფესიონალი,თავის თავში დარწმუნებული მინისტრი გაატარებდა ამ ყველაფერს ან იუზერთა კომენტარებიდან გადახედავდა საკუთარ საკადრო პოლიტიკას და მის მიერ მიყვანილ „ძუძუმწოვარა“ უფროსთა კომპეტენტურობას.

 

რა უნდა ყოფილიყო ამაზე ადვილი?

 

მაგრამ არა! “ნაციონალი მინისტრები” არასდროს არ იხევენ უკან და ყველაფერში ედრებიან ჩვენი ქვეყნის ხერხემალს, კუდუსუნის ძვალს, სინდისსა და ახალი ქართული დემოკრატიის სიმბოლოს. კოლმეურნეობის თავმჯდომარეს აქ არ ვასახელებთ.

 

მაშასადამე როგორ იქცევა ჩვენი „ბოზების კომენდანტი“ კვეზერელი? ავალებს სამინისტროს IT სამსახურს გაიგოს თემის გამხსნელი იუზერის IP მისამართი, ვინაობა და ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ეს პიროვნება თავისუფლდება სამსახურიდან, მასთან ერთად კიდევ ორი პირი (სავარაუდოდ „თანამონაწილეობისთვის“ :D)

და კიდევ მინისტრია უკმაყოფილო.

რაღა თქმა უნდა!

შებღალულია მისი ახალგაზრდა და უმანკო ღირსება, რეპუტაცია და ა.შ.

მე გეკითხებით თქვენ იუზერებო

 

რისი გამკეთებელია ეს „ბოზების კომენდანტი“ კვეზერელი?

ან რისი გამკეთებელები არიან მისი „ნასედკა“ თანამშრომლები, რომლებიც მლიქვნელობითა და სხვისი „გადავლით“ იკეთებენ კარიერას?

არაფრის.

 

აბა თვენ რას იტყვით იუზერებო? ქოფირაით ლიცემერი :)

 

 

პ.ს. ჩემი IP რომ ვიცოდე, აქვე დავდებდი. თუმცა იმედი მაქვს ჩვენი ხელისუფლების "ხაკერების" ამ საქმეში ;)

Edited by codex gershovitz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 206
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყველას მოვუწოდებ დააფიქსიროს ამ აღმაშფოთებელი ფაქტის მიმართ პოზიცია, ეს ყველა ფორუმელს გვეხება და იმიტომ!!!!!

 

ანუ აქ დაფიქსირებული აზრის გამო პრობლემები რომ შეიძლება შეგვექმნას, ამაზეა თემა და არა ვინმე მინისტრზე!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი გამკეთებელია ეს „ბოზების კომენდანტი“ კვეზერელი?

არაფრის გამკეთებლი ეგ ნაძირალა არ არის და მალე მივხედავთ მაგ ძუკნას და სხვა არაფრისმქნელებსაც პო ხოდუ ძელო. :D:

 

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას და მოსალოდნელ საფრთხეებს, მაგ ნაძირლებს სანამ არ მივხედავთ საფრთხე ყოველთვის იქნება ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამსახურის 300 თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის უთარიღო განცხადების დაწერა მოსთხოვა. ეს რა თქმა უნდა აპრობირებული, მაღალი პროფესიონალიზმის და არნახული ეფექტურობის მომტანი ნაბიჯი ვერ იქნა ჯეროვნად შეფასებული თანამშრომლების მხრიდან.

ძალიან მარტივად და ლაკონურად.....................არ უნდა ამას მაღალფარდოვანი ტერმინები

 

ეს არის ღლევობა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

moder-ombudsman

გილოცავ და იმედია ჩემ უფლებებსაც დაიცავ თუ დამჭირდა :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რაცხა ეგ ბიჭი სულ სხვანაირი მეგონაააა

 

არ მეგონა ქალებით გატაცება თუ ახასიათება...

 

ვაა...საღოლ მაგას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

გილოცავ და იმედია ჩემ უფლებებსაც დაიცავ თუ დამჭირდა

ნწუ

 

მე მარტო იუზერთა უფლებებს ვიცავ ბოროტი მოდერებისაგან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტემა არ უნდა ჩაიძიროს!!!

 

ამ ერთხელ ვიტყვი და მორჩა...სხვაგან ამ ტემას რამდენჯერაც რომელიმე უზერი გახსნის, იმდენჯერ აქრობენ!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც ის არ არის მსხვერპლი ვინც იბრალებს მაგას და არც ის არ არის მართალი ვინც თავის გამართლებას ცდილობს..

 

 

 

დიდი ბოდიში მაგრამ ნაბო.რობას ქონდა ადგილი/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest Manny Calavera

სრული მარაზმი!

 

მაგრამ მაგ კვეზერელზე მეტად ჩამოსაკიდი ის არის, ვინც ეგ მანდ დანიშნა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სრული მარაზმი!

 

მაგრამ მაგ კვეზერელზე მეტად ჩამოსაკიდი ის არის, ვინც ეგ მანდ დანიშნა...

 

 

 

 

 

ეგეთი ნაგვები სწირდებათ და იმიტომაც ნიშნავენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

Jebrail

ბარემ ავატარიც ჩაგესვათ....

 

პ.ს. რა არ მესმის იცი...ეს ყველაფერი ისე უჭკუოდ გაკეთდა, რომ რა ვი , სიტყვები არ მყოფნის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის ინტერესებზე ასხამთ წყალს ?

უი წყალიც კვეზერელს ეხება....როგორც სოფლის ნობათი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...