Jump to content
Planeta.Ge

ვერლიბრი ანუ თეთრი ლექსი


Recommended Posts

ანუ თეთრი ლექსი. ვის მოგწონთ ასეთი ლექსები და რომელი პოეტები იცით რომ ასე წერდნენ?

მე მაგალითად ძალიან მომწონს თანამედროვე - ქ.ნ. ლია სტურუა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბესიკა :)

 

 

ტიციანსაც აქ ერთი ორი მოვერლიბრო ლექსი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ აღვიქვავ როგორც პოეზიას...

ზოგიერთ ვერლიბრში ისეთი იდეა დევს რომ პროზათ შესანიშნავია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლია სტურუა... ჩემი საყვარელი პოეტი :siriko:

 

"ხვალ"

 

როგორ ფიქრობდა გალაკტიონი?

უკუღმართად,

თითქოს ყირაზე იდგა

და ტერფებით აკავებდა ცის ჩამოქცევას,

ან როგორ ცხოვრობდა?

ღვინის ჭიქაში ჩამბალი შიში

დასდევდა ჩრდილივით

საკუთარი ჩრდილი დაეკარგა,

უფრო კეთილგონიერ პოეტს გაყვა,

როგორც ფინია,

ხორციან ძვალს რომ ელოდება,

წელში გატეხა

გამოგონილი ცხენების დევნამ

და ზამბახის სიმაღლეზე სწორებამ,

სახლი არ ქონდა, არც ქუჩა

მხოლოდ ხიდები, საიდანაც შეიძლება

წყალში გადახტომა

და ღვინის სარდაფები,

აბლაბუდაში მიჩხერილ, ფიროსმანის ლანდით

მაგრამ დიდხანს ჯდომა

და სიკვდილის ლოდინი არ შეეძლო

მდევარს უნდა გაქცეოდა

სწორი ზახივით მართალს

და ყველასთვის მოულოდნელად

საკუთარი თავისთთვისაც კი,

ფანჯრიდან გავიდა,

არა თვითმკვლელობის მიზნით,

არამედ იმიტომ, რომ ფანჯარა უფრო ახლოს იყო

ცასთან, ვიდრე კარები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ვერლიბრი და თეთრი ლექსი ერთიდაიგივე თუ იყო არ ვიცოდი :user:

ბევრი რამე არ გცოდნია შენ, ამხანაგო მოქალაქე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 years later...

ვის გაუგია ლექსი და თეთრი?!

მე თეთრი ვიცი თოვლი და ღამე.

ვის გაუგია ურითმო სტროფი?!

ურითმოდ მხოლოდ პოეტებს კლავენ…

 

არ ვიცი ვისი სიტყვებია მაგრამ მომეწონა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...