Jump to content
Planeta.Ge

ვინ გაამყარებს მიშას მორყეულ სკამს?ზურაბ ადეიშვილი


Recommended Posts

სტატია დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკიდან”:

 

http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=6&lang=ka

 

ვინ გაამყარებს მიშას მორყეულ სკამს ? მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში?

 

WEDNESDAY, 15 JULY 2009 13:14

შესაძლოა სულ მალე ახალ პრემიერ-მინისტრად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. რაც არ უნდა იქადნოს ოპოზიციამ, ეს ზაფხული დაგვაცადეთ და შემოდგომაზე უარესს ვიზამთო, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტის დათმობას არ აპირებს. პირიქით, ის ახლა როგორც არასდროს, ცდილობს თავისი პოზიციების სერიოზულად გამყარებას. როგორც ვიცით, ვანო მერაბიშვილი ის "ხერხემალია", რომელსაც მიშა არაფრის ფასად არ გადატეხავს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ დიდხანს ეყოლება ვანო მინისტრად. სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრის პოსტს სერიოზულად გაამყარებს და სკანდალურ ცვლილებებსაც გეგმავს. სანამ ოპოზიცია ჯერ კიდევ ტაიმ-აუტს აიღებდეს, ის ნიკა გილაურს ძველ პოსტზე დააბრუნებს, ხოლო კიდევ უფრო დიდ "ხერხემალს" - ზურაბ ადეიშვილს მთავრობას "შეუყუდებს". ხალხს გასული წლის სკანდალი ჯერ არ დავიწყებია, როცა გეგა მგალობლიშვილის გაპრემიერება თვენახევრში კრახით დასრულდა. მაშინ პრესა სწორედ მგალობლიშვილისა და ადეიშვილის დაპირისპირებაზე ჰყვებოდა, რის გამოც თურმე სააკაშვილს ლამის სიკვდილის პირამდე უცემია პრემიერი, რომელიც თირკმელების შეტევით გერმანიის ჰოსპიტალში მოხვდა. ამ სამარცხვინო ვერსიის განეიტრალება ხელისუფლებამ მაშინ არაერთხელ სცადა და იმითაც დაამტკიცა, რომ გეგა მგალობლიშვილი მკურნალობის სრული კურსის დამთავრებისთანავე ნატოში გაგზავნა და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. კითხვის ნიშნები, სინამდვილეში რა მოხდა დეკემბრის ერთ სუსხიან ღამეს, მაინც არ გამქრალა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: სააკაშვილსა და მგალობლიშვილს შორის ჯერჯერობით ნამდვილი სიამტკბილობა სუფევს. არც გილაური უქმნის პრეზიდენტს პრობლემებს. სამაგიეროდ, გილაურის პოსტზე ვერ გაამართლა ბაინდურაშვილმა, რომელმაც ბოლო ორი თვის ბიუჯეტი ვერ შეასრულა. ამის გამო გაბრაზებული სააკაშვილი გილაურს კვლავ ფინანსთა სამინისტროში დააბრუნებს, ხოლო კახა ბაინდურაშვილის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილზე გამოთქმულ ვერსიას, თუ გამართლდა და მთავრობის ხელმძღვანელად მართლაც მოგვევლინა, ეს იქნება ბოლო წვეთი საპროტესტოდ გამოსული ხალხის ისედაც ავსებულ ფიალაში. აქციაზე ყველაზე მეტი პროტესტი სწორედ მისი მისამართით ისმის და ამბობენ, რომ დღეს ქვეყანას სააკაშვილი კი არა, ის მართავს. ადეიშვილი ის ფიგურაა, რომელსაც მერაბიშვილთან ერთად მუდმივად არცთუ ისე სასურველ კონტექსტში იხსენიებენ ხოლმე, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, ადეიშვილის ბნელი საქმეები სააშკარაოზე ჯერ არავის გამოუტანია. მის წინააღმდეგ კონკრეტული კომპრომატის დადება უჭირთ. მათ შორის, გოგა ხაინდრავასაც კი, რომელიც იმაზე მეტს ვერაფერს ამბობს, რომ "დღევანდელი იუსტიციის მინისტრი შავბნელი წარსულით მოცული ადამიანია. ის არის ობობა, რომელიც სულ ბნელშია და დღის სინათლეზე არასდროს გამოსულა". საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარს არ ერიდება. ბუნებრივია, მოვლენებს არ უსწრებენ და დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ, თუმცა ფაქტია, რომ ადეიშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. სამთავრობო კარუსელი არ აშფოთებს საპარლამენტო ოპოზიციას. ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საკადრო ცვლილებები ბოლო დროს მმართველ გუნდში გაჩენილმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს. ესეც მხოლოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებია, რადგან რეალური, დამადასტურებელი ფაქტები გარეგნულად არ ჩანს. კულუარებში საუბარია იმ ადამიანებზეც, რომელთაც ადეიშვილი გაამინისტრებს, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრო ჩააბაროს. ვრცელდება არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია ალასანია-ბაქრაძის კონფიდენციალური შეხვედრის შესახებაც, სადაც თურმე პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრად თუ არა მოადგილეებად დანიშვნა შესთავაზა ალასანიას გუნდის რამდენიმე წევრს. სხვა ამბავია, ვინ ეკითხება ბაქრაძეს სამთავრობო სკამების განაწილებას, მაგრამ ენას ძვალი არა აქვს. მით უფრო, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აქტიურად ითხოვს და არც თანმიმდევრული არჩევნების საწინააღმდეგო აქვს რამე. აქედან გამომდინარე, შეიძლება კოალიციური მთავრობაც მალე ვიხილოთ. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ჯერჯერობით ერთადერთი საზრუნავი აქვს, ღირსეული პროტესტის გრძნობით დახვდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს... მაგრამ ჩანს, რომ არც სააკაშვილი და მისი გუნდია გულხელდაკრეფილი. თანაგუნდელები მონდომებით ცდილობენ, გაამაგრონ პრეზიდენტის მორყეული სკამი და 2013-მდე გაუხანგრძლივონ გამძლეობა.

თეა მოსია ”საქართველოს რესპუბლიკა”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...