Jump to content
Planeta.Ge

პლანეტის ისტორია


Recommended Posts

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Anika

გახსოვს ანიკა ფორუმების გათიშვები და მერე ჩართვები :D

ეჰ რა ცუდი დრო იყო

ბექო მეც მახსოვს :P

 

პირველ გათიშვამდე ყველაფერი კარგად იყო, აი მერე აირიააა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეკლამა ეგდო რომელიღაც საიტზე კერძოდ რუსთავის ფორუმზე დავკლიკე და ჩავირიცხე

აი ასე :hitler:

 

ისე რამდნეი წელია რაც არსებობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Hotel California

ისე რამდნეი წელია რაც არსებობს?

3 წელი..მაგრამ მერე გაითიშასავით

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეიგი ჩემი ისტორია რა არის.

სადღაც 2007 წლის დასაწყისიდან თუ 2006 წლის დასასრულიდან ვარ ამ ფორუმზე.

მოვხვდი აქ სხვა ახალგაზრდა ფორუმიდან, რომელიც დღეს უკვე არ არსებობს. დავმკვირდი მაშინ მობილურების განყოფილებაში. დავწერე რამოდენიმე სტატია, შემდეგ კი მაშინდელმა ადმინმა ფიომ დამნიშნა მოდერად. შესაბამისად მერე შევქმენი წესები (ვინმეს თუ წაუკითხია კოდექსები დაახლოებით მაგ სტილში იყო). მერე ფიომ შეამჩნია და მითხრა დამიწერე ეგეთი წესები მთელი ფორუმისთვია და ადმინად გნიშნავო :(. დამნიშნა და მოკლედ დაიწო მერე "შავი დღეები" მოდერებისთვის. აი Anikaსაც ახსოვს ალბათ. დავსდევდი ყველა მოდერს რო წესები დაეწერა და რაც შეიძLებაზუსტად/ მასხოვს ასევე რო გატეხეს ეს საიტი. მარა მაინც აღვადგინეთ თუ რამე დაზიანდ.

ერთხელაც მე და ფიო ვიმაიმუნეთ. ავდექით და საპირველაპრილოდ გავაკეთეთ ეგეთი პონტი რო მე ვარ ვინმე ჰაკერი და გავტეხე ეს ფორუმი ფიო ადმინობიდან მოვხსენი და მოკლედ გავერთეთ კარგად.

შემდეგ კი ფიო დაკავებული იყო. რამდენჯერმე წაშალა ეს ფორუმი, სუ უფრო და უფრო ცოტა ხალხი შემოდიოდა და რავი მეც თვეობით აღარ შემოვდიოდი.

და გამიხარდა რომ ახლა კარგი სიტუაციია დამხვდა აქ.

 

ძველებს თუ ვახსოვარ თავიდან bui85 ვიყავი აქ,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომაააააააააააააან :jump: :jump: :jump:

 

მაგარი ადამიანი ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :jump: :jump: :jump: :jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო გითხარით ჩემი აქაური კარიერის დასაწყისში წესები დამიწერიაო მობილურის განყოფილებისათვის, ხოდა ეხა ჩემ მეილში ვიქექე და აგერ ვიპოვე წესები 2007 წლის 13 ივნისის მდგომარეობით. :papa:

აბა შეაფასეთ :disco: ესეც გარკვეულწილად ამ ფორუმის ისტორიაა. ხო მაგარი პრიკოლია? :crazy2:

 

ზოგადი ნაწილი

 

მუხლი 1. განყოფილება და მისი მიზანი

1. მობილური ტელეფონი არის ელექტრონული აპარატი, რომლის ძირითადი (ან ერთ-ერთი ძირითადი) დანიშნულებაა ხმოვანი კავშირის დამყარება, და ამას ახდენს რადიოკავშირის და ტრადიციული სატელეფონო კომუტაციის ერთობლიობით.

2. ამ განყოფილებაში განიხილება მობილური ტელეფონის აპარატული და პროგრამული საკითხები, აქსესუარები, კავშირის სხვადასხვა სახეები, რომლებსაც იყენებენ ეს ტელეფონები, ასევე მობილურ სატელეფონო გართობის საკითხები.

 

მუხლი 2. წესები და მათი მიზანი

1. წესები ადგენენ განყოფილებაში პოსტვის წესს, განსაზღვრავენ პოსტის დასჯადობას და შესაბამის სასჯელს.

2. ეს წესები შეესაბამება ფორუმის მთავარ წესებს. შესაბამისობის ფაქტს ადგენს ადმინისტრატორი დასტურით.

3. ამ წესების მიზანია განყოფილებაში წესრიგის დაცვა.

 

მუხლი 3. წესების მოქმედების ფარგლები.

1. ეს წესები მოქმედებენ მობილური ტელეფონების განყოფილების მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ქვეგანყოფილებებშიც.

2. პოსტის დასჯადობა განისაზღვრება წესებით, რომლებიც მოქმედებდა დაპოსტვის დროს.

3. წესს, რომელიც აუქმებს/ამსუბუქებს პოსტის დასჯადობას აქვს უკუძალა. წესს, რომელიც აწესებს/ამძიმებს პოსტის დასჯადობას უკუძალა არა აქვს. თუ ახალი წესი ამსუბუქებს სასჯელს პოსტისათვის, რომლის გამოც დამრღვევი იხდის სასჯელს, სასჯელი შემცირდება მოქმედი წესების მიხედვით.

5. სამოდერატორო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ მოქმედი წესების მიხედვით.

6. თუ მოდერატორმა ან იმუნიტეტის მქონე სხვა ფორუმელმა განახორციელა დასჯადი პოსტი, მისი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება ადმინისტრატორის მიერ.

 

თავი II. დასჯადი პოსტი

 

მუხლი 4. დასჯადი პოსტი

1. დასჯად პოსტად ითვლება ფორუმელის მიერ ამ წესების კერძო ნაწილით გათვალისწინებული პოსტის განხორციელება.

2. დასჯად პოსტს არ წარმოადგენს ისეთი პოსტი, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ წესებით გათვალისწინებული დასჯადი პოსტის ნიშნებს, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელლობის გამო აუცილებელი არ არის ფორუმელის დასჯა. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სამოდერატორო ღონისძიების გამოყენებას.

 

თავი III. სასჯელი.

მუხლი 5. სასჯელი

1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დასჯადი პოსტის თავიდან აცილება, და დამრღვევის რეფორუმიზაცია. სასჯელის მიზანი არ არის დამრღვევის ღირსების დამცირება.

2. სასჯელი ფორუმელს შეეფარდება მოდერატორის (ადმინისტრატორის მიერ) მისი შინაგანი რწმენისა და წინამდებარე წესების მიხედვით.

 

მუხლი 6. სასჯელის სახეები

1.სიტყვიერი გაფრთხილება;

2. 20% ვორნი - 1 დღით პოსტვის უფლების ჩამორთმევა ან უამისოდ;

3. 40% ვორნი - 1 დღით პოსტვის უფლების ჩამორთმევა;

4. 60% ვორნი - 2 დღით პოსტვის უფლების ჩამორთმევა;

5. 80% ვორნი - 3 დღით პოსტვის უფლების ჩამორთმევა.

6. 100% ვორნი - 5 დღით პოსტვის უფლების ჩამორთმევა.

7. ბანი - 1 კვირით პოსტვის უფლების ჩამორთმევა.

8. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

9. როცა წინა სასჯელი გაქარწ_ყ*ლ*ე_ბული არაა, და ფორუმელს შეეფარდა ახალი სასჯელი, სასჯელები მთლიანად დაჯამდება და სასჯელის ვადის ათვლა დაიწყება ბოლო სასჯელის შეფარდების დღიდან.

 

მუხლი 7. ვადები

1. სასჯელის ვადა გამოითვლება სასჯელის დადების დღიდან. დასჯადი პოსტის განხორციელების დროს მნიშვნელობა არა აქვს.

2. სასჯელი (გარდა სიტყვიერი გაფრთხილებისა) შეფარდებულ უნდა იქნეს დასჯადი პოსტის განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.

 

მუხლი 8. ავტომატური ბანი

1. თუ ფორუმელის მიმართ 6 მუხლის 9 ნაწილის მიხედვით შეფარდებულ სასჯელთა ერთობლიობა აღემატება 100% ვორნს, ფორუმელი იღებს ავტომატურ ბანს.

 

მუხლი 9. სასჯელისაგან გათავისუფლება და შეწყალება.

სასჯელისაგან გათავისუფლების ან შეწყალების უფლება აქვს ადმინისტრატორს.

 

თავი IV. სამოდერატორო ღონისძიება Dდა ინსტრუქცია.

 

მუხლი 10. სამოდერატორო ღონისძიება

1. სამოდერატორო ღონისძიების მიზანია განყოფილებაში წესრიგის დაცვა.

2. სამოდერატორო ღონისძიებებია:

ა) პოსტის წაშლა;

ბ) პოსტის რედაქტირება;

გ) თემის დახურვა;

დ) თემის შეერთება;

ე) თემის სათაურის შეცვლა;

ვ) თემის გადატანა სხვა განყოფილებაში.

3. თემის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ მისი დახურვიდან არაუადრეს 5 დღისა.

4. სამოდერატორო ღონის ძიების გამოყენება არ არის დამოკიდებული სასჯელის შეფარდება/აღსრულების საკითხზე.

5. სამოდერატორო ღონისძიებას მოდერატორი იყენებს შინაგანი რწმენის და გონიერების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

 

Mმუხლი 11. სამოდერატორო ინსტრუქცია

1. სამოდერატორო ინსტრუქცია ეს არის პოსტვის კონკრეტული წესი, რომელსაც მოდერატორი ადგენს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

2. სამოდერატორო ინსტრუქციის შესრულება სავალდებულოა.

 

მუხლი 12. მოდერატორის მოქმედების გასაჩივრება

1. მოდერატორის ნებისმიერი მოქმედება საჩივრდება ადმინისტრატორთან.

 

კერძო ნაწილი.

 

მუხლი 13. ოფტოპიკი

1. ოფტოპიკი, ანუ ნებისმიერი ქსელური შეტყობინება, რომელიც გამოდის ურთიერთობის წინასწარ დადგენილი თემის ფარგლებიდან, -

ისჯება, სიტყვიერი გაფრთხილებით.

2. იგივე ქმედება, განხორციელებული განმეორებით, -

ისჯება 20% ვორნით.

3. იგივე ქმედება, რომელიც გულისხმობს კომერციულ შემოთავაზებას ან რეკლამას, და რომელიც არ ემსახურება განყოფილების მიზნებს და არ არის განპირობებული საჭიროებით, -

ისჯება 20% ვორნით.

4. იგივე ქმედება გამოხატული ბილწსიტყვაობაში, ან ეროთიკული/ პორნოგრაფიული მასალების დადებაში, -

ისჯება 40% ვორნით.

5. იგივე ქმედება, გამოხატული შეურაცყოფაში, ან საქმის გარჩევაში, -

ისჯება 60% ვორნით.

6. იგივე ქმედება, გამოხატული ნარკომანიის ან სხვა დანაშაულის პროპაგანდაში, -

ისჯება 80% ვორნით.

 

მუხლი 14. თიზინგი

úთიზინგი, ანუ ისეთი თემის შექმნა, რომლის სათაური განსხვავდება მისი შინაარსისაგან, და მიზნასად ისახავს ფორუმელის შეტყუებას, -

ისჯება 20% ვორნით.

 

მუხლი 15. უაზრო თემის შექმნა

უაზრო თემის შექმნა, ანუ ისეთი თემის შექმნა, რომელიც არ ემსახურება განყოფილების მიზნებს, ან რომლის ანალოგიური არსებობს განყოფილებაში, -

ისჯება 20% ვორნით

 

მუხლი 16. მავნებლობა

1. ნებისმიერი ტიპის ფაქტოლოგიური უზუსტობის განზრახ განთავსება, -

ისჯება 60% ვორნით.

2. ვირუსის ან სხვა მავნე პროგრამის დადება, იმის მითითების გარეშე, თუ რას წარმოადგენენ ისინი, -

ისჯება 80 % ვორნით.

3. ამ მუხლის 1ლი ან მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიწვია აპარატის ფუნქციონირების დროებითი მოშლა, -

ისჯება 100% ვორნით.

4. ამ მუხლის 1ლი ან მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიწვია აპარატის ფუნქციონირების მთლიანი მოშლა, -

ისჯება ბანით.

 

დასკვნითი დებულებანი.

ეს წესები ძალაში შედის მისი მობილურების განყოფილებაში განთავსების შემდეგ, ადმინისტრატორის მიერ დასტურის მიცემის მომენტიდან.

იგივე წესი მოქმედებს მასში ნებისმიერი ცვლილებების(რედაქციულის გარდა) შეტანის შემთხვევაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:(

 

ეს მართლა პლანეტას ისტორიის უდიდესი ნაწილია :eshmak:

მაგ დროს ვიპები არ იყვნენ თორე ცალკე დავწერდი თავს სახელწოდებით: Protect the V.I.P., team! © Condition Zero :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ დროს ვიპები არ იყვნენ თორე ცალკე დავწერდი თავს სახელწოდებით: Protect the V.I.P., team! © Condition Zero :eshmak:

:() :eshmak:) :eshmak:) :eshmak:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამ თვიანი ბანი მხიეს ფორუმ.ჯი–ზე(ხელს ვუშლიდი აქტივისტებს :user: ) და კაკრას დეპრესამ მომაწოდა ეს ლინკი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

ეს საინტერესოა

 

Smith რეგისტრაციის თარიღი 20-March 08

 

NERVOSA რეგისტრაციის თარიღი 21-March 08

 

Indian_Summer რეგისტრაციის თარიღი 22-March 08

 

MR:VEGA რეგისტრაციის თარიღი 23-March 08

 

2008 წელს მარტის ამ მონაკვეთში ფორუმზე განსაკუთრებით აქტიური ფორუმელები დარეგისტრირდნენ ერთმანეთის მიყოლებით :takodazeppe:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...