Jump to content
Planeta.Ge

კურტუა გაბრაზებულია – “მეტი რა უნდა გამეკეთებინა?”


Recommended Posts

მადრიდის “რეალისა” და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, თუმცა საერთო სიაში, მხოლოდ მე-7 ადგილზე გავიდა.

“ბენზემას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვამბობ, რომ უნდა მომეგო, მაგრამ მე ოთხეულშიც ვერ მოვხვდი, როცა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე”

“ისე ჩანს, რომ გოლის გატანა უფრო ფასობს, ვიდრე ბურთის აღება. ვხედავ მათ ლოგიკას და ვხვდები, როგორ აძლევენ ხმას. ვიცი, რომ არანაირი შანსი არ მაქვს მოგების”

“შეძლებენ მეკარეები მომავალში მოგებას? ვფიქრობ, ამის არანაირი შანსი არ არის. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს მეკარემ უფრო მეტი, რაც მე გასულ წელს შევძელი” – განაცხადა კურტუამ.

ერთადერთი მეკარე, რომელსაც ოქროს ბურთი (1963) გადაეცა, ლევ იაშინია.

The post კურტუა გაბრაზებულია – “მეტი რა უნდა გამეკეთებინა?” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

[url={url}]View the full article[/url]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...