planeta.ge Posted October 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2022 ხელვაჩაურში 4 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. ის კლინიკაშია მოთავსებული. მშობლის თქმით, მცირეწლოვანს დაზიანებები სახისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ბავშვი ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდა, როდესაც მოულოდნელად ძაღლმა დაკბინა. ძაღლების იმ მეპატრონეების მიმართ, რომლებსაც შინაური ცხოველი საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ალიკაპის გარეშე დაჰყავთ, სანქციების გამკაცრების მოთხოვნით სპეციალისტები საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტული წინადადებებით, უახლოეს დღეებში მიმართავენ. რეგულაციებზე დღეს პრესკონფერენციას გამართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტიც. 108 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts