planeta.ge Posted October 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა. „ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ტრაგედიას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება […][url={url}]REZONANSI[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts