planeta.ge Posted October 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2022 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, რატომ არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში, რომელზეც გადიოდა რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. “რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი, რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, იმას პირადად ჩემი მხარდაჭერა არ ექნება და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ როგორ დაუჭირეთ ამ რეზოლუციას მხარი 2008 წელს, ეს ვნახეთ.” ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დღის წინ მიიღო რეზოლუცია – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული. გარდა ამისა, დოკუმენტში დამატების სახით შევიდა ჩანაწერი, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. რეზოლუციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს. The post რატომ არ დაუჭირა “ოცნებამ” მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ? – პაპუაშვილი appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts