Jump to content
Planeta.Ge

რას წერს “ოცნება” დოკუმენტებში და რას ამბობს კობახიძე? – რომელი ქვეყნიდან ველით ტერორისტული აქტების საფრთხეს?


Recommended Posts

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს კითხვას, კითხვას, იზიარებს თუ არა ევროპული საბჭოს რეზოლუციის მთავარ სულისკვეთებას და აპირებს თუ არა საქართველო გაიზიაროს რეზოლუციის მოწოდება და აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად:

„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს, მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში.

მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო.”

 

 

“ალია” შეგახსენებთ, რომ საქმე მართლაც ძალიან მარტივადაა, რადგან საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების (ქართული ოცნების დროს მიღებული) მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები ასე გამოიყურება:

“1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები
2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი”
ტერორისტულ აქტებს ველოდებით ქვეყნიდან, რომლის რეჟიმიც არ არის ტერორისტი?

The post რას წერს “ოცნება” დოკუმენტებში და რას ამბობს კობახიძე? – რომელი ქვეყნიდან ველით ტერორისტული აქტების საფრთხეს? appeared first on .

[url={url}]ALIA.GE[/url]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...