Jump to content
Planeta.Ge

tia"მადლობას 100კვ დასრულებულ-გარემონტებული ბინა მიაყოლეთ ვაკის პარკის მიმდებარედ..." - რას წერს მედეა ადამია დევი მეზურნიშვილზე?


Recommended Posts

1666083484_311662846_1809735262725056_5492973380384453075_n.jpg

თბილისი მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის მებაღეს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკეში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი ბავშვი გადაარჩინა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ფაქტს სამოქალაქო აქტივისტი, მედეა ადამია ეხმაურება და წერს:

"მადლობას 100კვ დასრულებულ-გარემონტებული ბინა მიაყოლეთ ვაკის პარკის მიმდებარედ, ეს არ გაგიჭირდებათ ვიცი. ასეთი დიდი ადამიანები, როგორიც დევი მეზურნიშვილია თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა ქვეყანაში… მათ ღირსეულად უნდა ვაფასებდეთ! უნდა გადაეცეს ამ პიროვნებას სახალხო გმირის ორდენი, ღირსების ორდენი, ყველა ჩინოვნიკის ოქტომბრის თვის ხელფასი პრემია-დანამატებით!! საქართველოს საპატიო მოქალაქის და საპატიო თბილისელის წოდება და ჯილდო!! და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!! სიცოცხლეშივე ჭირდება ადამიანს დაფასება!!! და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა!!!", - წერს ადამია.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.




[url={url}]tia.ge[/url]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...