planeta.ge Posted October 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2022 რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი უკრაინას იარაღს მიაწვდის, რუსეთთან ყველა ურთიერთობას გაანადგურებს.„ისრაელი, როგორც ჩანს, კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. ძალიან უგუნური ნაბიჯია. ეს გაანადგურებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე ისრაელის დიაპორის საკითხთა მინისტრმა ისრაელის მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. შესაბამისად, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს ის, თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ ისრაელისგან ისეთივე სამხედრო დახმარება მიიღოს, როგორსაც მას აშშ და NATO-ს სხვა ქვეყნები აწვდიან“, – აღნიშნა ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა. 94 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts