planeta.ge Posted October 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2022 თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ცალსახად პრობლემა საექსპერტო დასკვნაშია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ამის შესახებ ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.„გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა რაღაც ვერსიაზე საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალსახად პრობლემა არის იმ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც თუ რაიმე პრობლემა იყო, არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შადრევნის ინსპექტირებაზე, იქ გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ობიექტს არ ჩავიბარებდით.როგორც გითხარით, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით. შეიძლება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლები გავაჩინოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჯერ ვმსჯელობთ, ძალიან მძიმე ფაქტია და აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით დასკვნები... ცალსახად შემიძლია გითხართ, რომ ასე არ გაგრძელდება სამუშაოები, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ 100%-იანად იქნება უსაფრთხო. ნამდვილად შემიძლია ამის შესახებ განცხადება გავაკეთო“, - განაცხადა ანდრია ბასილაია. [url={url}]tia.ge[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts