planeta.ge Posted October 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2022 მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე სოციალურ ქელში განმარტავს, რომ მის მიერ გუშინ დაწერილ პოსტში, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ხვიჩა კვარაცხელია არ იგულისხმებოდა."მგონი ხალხის ნაწილი იმას ვერმიხვდა, რომ გმირობის ფულით გაუფასურებაში დევი მეზურნიშვილისთვის თანხის ჩარიცხვა იგულისხმებოდა და არა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი. და, სტატუსიც ამას ეძღვნებოდა", - წერს გორგილაძე.შეგახსენებთ, რომ გორგილაძის წინა პოსტმა საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. "გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. აი, გმირია ადამინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვას სიცოცხლეს აჩუქებს ან შეეცდება მაინც.კიდევ სხვა ვიღაცებიც არიან გმირები. მაგალითად მარტოხელა მშობლები, მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის ძალას გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს.დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.ნუ ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს მას, ვინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას აკეთებს კარგად.და, კიდევ ერთი: გმირობა ფულში არ ხურდავდება. მითუფრო მაშინ, როცა ადამიანს ეს არ უთხოვია.არათუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც", - დაწერა გორგილაძემ. [url={url}]tia.ge[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts