planeta.ge Posted October 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2022 ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში შთამაგონებელ მორიგ პოსტს აქვეყნებს: "ამ დილას რატომღაც ეს ფრაზა გამახსენდა:"ჭკვიანი ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ შეიძლება რაღაც არ ესმოდეს".არ არის აუცილებელი - ყველაფერი ვიცოდეთ.არ არის აუცილებელი - ყველაფერი ვიცოდეთ ყველაფერზე.არ არის აუცილებელი - ყოველთვის ყველაფერი ვიცოდეთ ყველაფერზე.არ არის აუცილებელი - ყოველთვის და ყველგან ვიცოდეთ ყველაფერი ყველაფერზე.რაღაცის არცოდნა ნამდვილი ცოდნის ღირსებაა და არა ადამიანის დამამცირებელი ფაქტი.აბსოლუტურ ცოდნას ორნი ფლობენ:ღმერთი და აბსოლუტური კრეტინი.ამ უტყუარი ჭეშმარიტების გაცნობიერება, მინიმუმ, ათჯერ შეამცირებდა სიტყვათა ყოველდღიურ რაოდენობას სოციალურ ქსელებში.მათ შორის - ამ პოსტშიც. დილა მშვიდობის, ძვირფასო ლაკონიურებო", - წერს გია მურღულია. [url={url}]tia.ge[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts