Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge-“უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი


Recommended Posts

“მე უნდა მო­მე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­თან, ჩვენ ამომ­რჩე­ველ­თან და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას აცხა­დებს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­უ­წო­და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რომ დად­გნენ თა­ვი­ანთ ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და ნუ ჩათ­ვლა­ინ, რომ თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში ვერ ჩა­დის, ეს მათ სი­ტუ­ა­ცი­ას უად­ვი­ლებს.

“პარ­ლა­მენ­ტში, რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის შეს­ვლა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი ჯერ არ არის გა­და­ლა­ხუ­ლი, ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

პირ­ველ რიგ­ში, იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს მარ­თლაც გან­მუხ­ტვა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს გა­დავ­ლა­ხოთ უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სი, სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სრუ­ლი ნორ­მა­ლი­ზა­ცია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყო­ველ­გვა­რი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე იმ მო­თხოვ­ნე­ბით, რო­მე­ლიც მან წა­მო­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც არის კა­ნო­ნი­ე­რი და ბო­ლომ­დე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.

მე­ო­რე, უნდა შე­წყდეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. მა­გა­ლი­თად, ნა­მახ­ვა­ნის აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი აჭა­რე­ლი და სხვა აქ­ტი­ვის­ტე­ბის, იგი­ვე გი­ორ­გი მუ­მა­ლა­ძის და უამ­რა­ვი სხვა ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც არის ამ დევ­ნის ობი­ექ­ტი არამ­ხო­ლოდ ბოლო წლებ­ში, არა­მედ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის, არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან თავ­და­დე­ბუ­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი.

მე­სა­მე – მე უნდა მო­მე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­თან, ჩვენ ამომ­რჩე­ველ­თან და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. სრუ­ლი ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ეს ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გე­მუ­ლი, იმი­ტომ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც არ უნდა იყოს, მე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში და­ვუდ­გე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს გვერ­დზე. ეს უმ­ძი­მე­სი კრი­ზი­სი, რო­დე­საც ყვე­ლას თვა­ლი აქვს გაქ­ცე­ვა­ზე, რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და სი­ღა­რი­ბემ უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა ყვე­ლა­ნა­ირ სა­ზღვარს, არის მო­უთ­მე­ნე­ლი, მი­უ­ღე­ბე­ლი და ჩვენ ეს უნდა შევ­ცვა­ლოთ. ჩვენ ეს უნდა შევ­ცვა­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ამა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა არ გა­მო­ვა.

მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა პარ­ტი­ას, დად­გე­ნენ თა­ვის ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა. ნუ ჩათ­ვლით, რომ ვთქვათ, სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ ვერ ჩა­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, ეს თქვენ სი­ტუ­ა­ცი­ას გი­ად­ვი­ლებთ. არ აად­ვი­ლებს, პი­რი­ქით, გვიძ­ნე­ლებს. მე მინ­და თქვენ­თან ერ­თად გა­დავ­ლა­ხო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვენ რას გა­და­წყვეტთ, მე მა­ინც დავ­დგე­ბი ჩვე­ნი ხალ­ხის გვერ­დზე. მე მინ­და, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გა­ნი­მუხ­ტოს, მე მინ­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის და სხვე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბის პრო­ცესს რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს და ამას გან­გრძო­ბა­დი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ყვე­ლამ გულ­წრფე­ლად მო­ვინ­დო­მოთ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­დე­გი მა­ინც არ დად­გე­ბა და ნამ­დვი­ლად არ შე­დის ეს არა­ვის ინ­ტე­რე­სებ­ში“, – აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

The post “უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი appeared first on InterPost.ge.

[url={url}]View the full article[/url]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...