planeta.ge Posted April 28, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2021 SpaceX-მა საკუთარი ხომალდის, SN10 სტარშიფის პროტოტიპი წარმატებით დასვა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ის მაინც აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აფეთქებისა, SpaceX-მა სტარშიფის პროტოტიპი პირველად დასვა წარმატებით. რაკეტა დედამიწაზე მას შემდეგ დაჯდა, რაც 10 კმ სიმაღლეზე ავიდა და უკან ულამაზესად დაეშვა. სპეციალურ პლატფორმაზე პროტოტიპი ვერტიკალურად დაეშვა, მაგრამ ოდნავ გადახრილად, სავარაუდოდ, დამშვები ფეხების გარკვეული ხარვეზის გამო. Oof. SN10 has decided to join SN8 and SN9.Still a great advancement with the landing.➡️https://t.co/bOsEo1u0u0 pic.twitter.com/RiXV6e3u04— Chris B – NSF (@NASASpaceflight) March 3, 2021 ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროტოტიპი საერთოდ დაჯდა, წარმოუდგენლად იმედისმომცემი ნიშანია. სტარშიფი ის რაკეტაა, რომელზეც SpaceX-ი მარსზე გამგზავრების იმედებს ამყარებს. შეგიძლიათ, უყუროთ სრულ ვიდეოს: სტარშიფის დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე გაშვებისა და შემდეგ უკან დაჯდომის წინა მცდელობებიც დასაჯდომ პლატფორმაზე აფეთქებით დასრულდა. ამ ეტაპზე, პროტოტიპი სულ მცირე დაჯდომის პირველ ეტაპს გადაურჩა და შესაბამისად, ეს უკვე პროგრესია. გაშვება პირველად 3 მარტის დილით იყო დაგეგმილი, SpaceX-ის ტეხასის პლატფორმიდან, მაგრამ გარკვეული ხარვეზის გამო, მცდელობა უკანასკნელ წუთში გაუქმდა. That's just showing off – the belly flop maneuver; so good it did it twice!Left: #SN10 flight / belly flop no.1Right: #SN10 flight / belly flop no.2Image credits: @spacex and @NASASpaceflight pic.twitter.com/w44jsFbQ52— Andy Saunders – Apollo Remastered (@AndySaunders_1) March 3, 2021 ილონ მასკის განცხადებით, საბორტო კომპიუტერმა მიიღო მონაცემები, რომელიც იუწყებოდა, რომ ძრავა მოსალოდნელზე უფრო ჩქარა მუშაობდა. ამის დარეგულირება ფრენის პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეძლო და სწორედ ამიტომ მოხერხდა გაშვების მეორე მცდელობის ასე სწრაფად განხორციელება. Starship to the moon pic.twitter.com/tVMJbBk3BU— Elon Musk (@elonmusk) February 25, 2021 მართალია, წარმატებით სტარშიფის წინა პროტოტიპებიც არის გაშვებული, მაგრამ დაჯდომის მომენტში ყველა მათგანი აფეთქდა. ამჯერად, მასკის შეფასებით, რომ სტარშიფის პროტოტიპს დაჯდომისას გადარჩენის 60-პროცენტიანი შანსი ჰქონდა. კოსმოსურ მოგზაურობათა ხარჯების დრამატულად შესამცირებლად, SpaceX-ს სურს, რომ რაკეტები მრავალჯერადი გამოყენების იყოს, „ფალკონ 9-ის“ მსგავსად, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით ააქვს ტვირთი, აჰყავს და ჩამოჰყავს ასტრონავტები. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით. წყარო: 1tv.ge The post SpaceX-მა სტარშიფი პირველად დასვა წარმატებით, თუმცა რაკეტა მაინც აფეთქდა appeared first on InterPost.ge. [url={url}]View the full article[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts