Jump to content
Planeta.Ge

“ფეიენოორდის” კაპიტანმა ლგბტქ+ სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა


Recommended Posts

“ფეიენოორდის” თურქმა კაპიტანმა ორკუნ კოკჩუმ ერედივიზიონის მატჩში “ალკმაარის” წინააღმდეგ ლგბტქ+ სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

“მე გადავწყვიტე, არ გამეკეთებინა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მე ყველა რელიგიასა და განსხვავებულობას პატივს ვცემ. მე მჯერა, რომ ყველა არის თავისუფალი მის გრძნობებში და იმაში, თუ რისი გაკეთება სურთ. სრულად მესმის ამ ქმედების მნიშვნელობა, მაგრამ ჩემი რელიგიური რწმენიდან გამომდინარე, ის ადამიანი არ ვარ, რომ გულწრფელად გავაკეთო ეს”

“ამიტომ, არ ვგრძნობ თავს კომფორტულად კაპიტნის ამ სამკლაურის გაკეთებისას. ვიცი, გარკვეული ხალხი ამით იმედგაცრუებულია. ასევე, ვაანალიზებ, რომ სიტყვებით ვინმეს რამეს ვერ შევუმსუბუქებ. იმედია, ჩემს არჩევანს რელიგიური მიზეზებიდან გამომდინარე, პატივისცემით მოეპყრობით”

მის ნაცვლად სამკლაური ავსტრიელმა გერნოტ ტრაუნერმა ატარა.

The post “ფეიენოორდის” კაპიტანმა ლგბტქ+ სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

[url={url}]View the full article[/url]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...