planeta.ge Posted October 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2022 ბელარუსის ტერიტორიაზე ჩავიდა რუსი სამხედროების პირველი ეშელონია, რომელიც ე.წ. ჯარების რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში გააგრძელებს სამსახურს. “ჯარების რეგიონული დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ის ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს საერთო საზღვრის დაცვის მიზნით და ნაკარნახევია ჩვენი საზღვრების მახლობელ რაიონებში უწყვეტი აქტივობით, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. სამხედრო უწყებამ რუსი სამხედროების პირველი ეშელონის ბელარუსში ჩასვლის ამსახველი ფოტომასალა თავის ტელეგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ “რეგიონულ დაჯგუფებას”, რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“. ლუკაშენკას თანახმად შეთანხმება რუსეთ-ბელარუსის ჯარების დაჯგუფების შექმნისა და მისი […][url={url}]REZONANSI[/url] Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts