Jump to content
Planeta.Ge

დანი ალვესი: “ბებერი ვარ? არ გეთანხმებით”


Recommended Posts

ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა საკუთარ ასაკზე კომენტარი გააკეთა.

“ვიცი, რომ ყველა ჩემს ასაკზე საუბრობს. ამბობენ, რომ ბებერი ვარ და ახლა ისე აღარავის ვჭირდები, როგორც ოცი წლის წინ, როცა ყველა ჩემს დამატებას ცდილობდა. ამ აზრს არ ვეთანხმები. დღე მე ის გამოცდილება მაქვს, რომელიც არ მქონდა ოცი წლის წინ. დიდი მატჩების მიმდინარეობისას ოცი წლის ბიჭები ბევრს ნერვიულობენ, რისგანაც ახლა თავისუფალი ვარ.

ასაკს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. არის ბევრი რამ, რასაც აკეთებ ოცი წლის ასაკში, მაგრამ აღარ აღეთებ ასაკში მყოფი. სიმწიფე მოდის ცხოვრებასთან ერთად. გამოცდილი ვარ, ვინაიდან თითქმის მთელი ცხოვრება სპორტში გავატარე”, – ციტირებს დანი ალვესის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს მაისის თვეში 39 წელი შეუსრულდა. დანი ალვესს 30 ივნისს “ბარსელონასთან” ერთწლიანი კონტრაქტი ამოეწურა და ახლა უგუნდოდაა.

The post დანი ალვესი: “ბებერი ვარ? არ გეთანხმებით” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...