planeta.ge Posted July 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2022 ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს – საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა. თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ და თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს. ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ნიკა სამხარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა „ძალიან რთულ, რეალურად […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts