Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული მე-18 ჯარისკაცი დაკრძალეს


Recommended Posts

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გიორგი კორაევი. ის უკრაინის წინააღმდეგ, დონბასის ე.წ. რესპუბლიკის მხარეს 2014 წელსაც იბრძოდა.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, კორაევის დასაფლავებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც მივიდა.

დღეს ჩვენ ოსეთის ერთ-ერთ საუკეთესო შვილს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ. მან თავი გამოიჩინა, როგორც გმირმა. იყო კარგი ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს ნამდვილ მცველად დაამახსოვრდებათ. ის იბრძოდა სწორი მიზნისთვის. დღეს ყველას ესმის, რომ თუ ამ ომში არ მოვიგეთ, რთული მომავალი გველოდება“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, გიორგი კორაევი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “სამშობლოს დამცველი”. გაგლოევმა მედალი გარდაცვლილის დედას გადასცა.

გიორგი კორაევი მეგობრებთან, მარატ ჯიოევთან და ვლადიმერ კოზაევთან ერთად 2022 წლის 7 მარტს უკრაინაში გარდაიცვალა, თუმცა მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხდებოდა.

დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ მოხალისეების და ჯარისკაცების გვარები, ვინც უკრაინაში დაიღუპნენ. კორაევი რუსეთ-უკრაინის ომის მე-18 მსხვერპლია. მანამდე ოკუპირებულ ცხინვალში ჩამოასვენეს და დაასაფლავეს: ოლეგ ალბოროვი, ალან დუდაევი, რადისლავ ხუგაევი, ანდრეი ბაკაევი, ალან ბაგაევი, რუსლან ბესაევი, აცამაზ ბესტაევი, აცამაზ ჯიოევი, ვლადიმერ კოზაევი, მარატ ჯიოევი, რემიკ კადჟაევი, რუსლან კაზიევი, ალიმ ლოხოვი, ინალ კორტიევი, რობერტ ყულუმბეგოვი, ალან თედეევი, როლანდ ცხოვრებოვი.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ფუხაევმა ამასწიინათ, ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში ათასამდე მოხალისეა წასული.

ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული სამხედროების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა.

მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

რადიო თავისუფლება.

The post ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული მე-18 ჯარისკაცი დაკრძალეს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...