Jump to content
Planeta.Ge

მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და სადაც საჭირო იქნება ყველგან მივიღებ მონაწილეობას – ლომჯარია


Recommended Posts

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და:

 

 

“სა­ქარ­თვე­ლომ, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­გორც მმარ­თველ­მა ძა­ლამ, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ამ, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­მა, ყვე­ლამ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ წლის ბო­ლოს ევ­რო­პის კო­მი­სი­ამ გას­ცეს და­დე­ბი­თი მო­საზ­რე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს გეგ­მა, რა თქმა უნდა, სკეპ­ტი­ციზ­მი მაქვს, ბუ­ნებ­რი­ვია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, თუმ­ცა მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა ფორ­მა­ტი იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­შირს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია და მზად ვართ იმის­თვის, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლოთ. არ ვფიქ­რობ, რომ მხო­ლოდ პრო­ცე­სის და­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირს, ისი­ნი ელო­დე­ბი­ან, რომ ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რიც არის: მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბი, გა­დად­გმუ­ლი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. ამი­ტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრო­ცესს უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ და ვნა­ხოთ რამ­დე­ნად არის ამის მზა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, ჩემი ოფი­სის კომ­პე­ტენ­ცია სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ჩვენ მზად ვართ, რომ მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.”

The post მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და სადაც საჭირო იქნება ყველგან მივიღებ მონაწილეობას – ლომჯარია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...