planeta.ge Posted June 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2022 განგსტერული გარჩევა ტურისტებით სავსე ქუჩაზე - "შაბათის ეთერმა" თბილისის შუაგულში, მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამაოგნებელი დეტალების გარკვევა შეძლო. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული კადრების თანახმად, არაფორმალური დაჯგუფების ათობით წევრი აღმაშენებელზე 11 ივლისს, 23:30 წუთზე გამოჩნდა. შავებში ჩაცმული პირები თავდაპირველად ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ, ვიდეომასალა აჩენს განცდას, რომ ისინი სამიზნეს ეძებენ. „შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები აღმაშენებლის გამზირზე საქმის გასარჩევად ქისტებთან მივიდნენ, რომლებიც მცირე ბიზნესს ფლობენ. პანკისელებსა და დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს შორის, ჩვენი ინფორმაციით, თავდაპირველად ჩხუბი ავტომობილის გაჩერების გამო დაიწყო. კონფლიქტიდან რამდენიმე საათში კი საქმის გარჩევა თბილისის ცენტრში დანებით და იარაღებით გადაწყდა. არსებული ინფორმაციით, უმისამართო სროლა შავებში ჩაცმულმა შუახნის კაცმა დაიწყო, მანამდე ის ფიზიკურად რამდენიმე პირს გაუსწორდა. შეიარაღებული დაპირისპირებიდან მალევე, ჩხუბის 2 მონაწილე დაიჭრა. ერთ-ერთს გულსა და ფილტვში საშაურმიდან გამოტანილი სამზარეულოს დანა ჩაარტყეს. 32 წლის მამაკაცი ადგილობრივებმა "ალადაშვილის კლინიკაში" გადაიყვანეს. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრებით დასტურდება, რომ შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრში, არაფორმალური დაჯგუფების წევრებთან ერთად მივიდა, გიგი შალამბერიძე იგივე „დოლივა“. ცნობილი ფიტნეს და საბრძოლო კლუბის „ალფა გრინის “ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, თავდაპირველად თქვა, რომ ადგილზე არ იყო, მოგვიანებით განაცხადა, რომ მთვრალი იყო და არაფერი ახსოვს. საბოლოოდ , როდესაც დარწმუნდა, რომ დანაშაულში მისი მონაწილეობის ვიდეო არსებობდა, აგრესიაზე გადავიდა. "შაბათის ეთერის" ანონსის გასვლიდან რამდენიმე საათში, გომელაურის უწყებამ განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts