Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- „მილიარდერმა კუბანმა გახსნა ინტერნეტაფთიაქი, სადაც ლეიკემიის 10000$-იანი წამალი აქ მხოლოდ 47$ ღირს“


Recommended Posts

სოციალური ქსელის მომხმარებელი Irakli Vac-ი, მილიარდერ მარკ კუბანის მიერ შექმნილ იაფ ინტერნეტაფთიაქის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მილიარდერმა მარკ კუბანმა გახსნა ინტერნეტაფთიაქი, სადაც სხვებისგან განსხვავებით, ფასმატება 15%-ს შეადგენს და არა ასობით და ათასობით პროცენტს. მაგ., ლეიკემიის 10000$-იანი წამალი აქ მხოლოდ 47$ ღირს. Cinacalcet HCl (Sensipar თირკმელებისთვის) ამათთან 21$. აფთიაქებში 1,633.50$.

დაზღვევა: დაზღვევით ვერ შეიძენთ, რადგან სწორედ დიდი ფარმაკოლოგიური გიგანტების და სადაზღვევო კომპანიების ფასწარმოების პოლიტიკას არღვევს ეს მოდელი. ამიტომ, ის იმათ არ ეთანამშრომლება.

რეცეპტი: წამლების უმრავლესობას ექიმის რეცეპტი სჭირდება. არ ვიცი ქართულ რეცეპტებს იღებს თუ არა. მაგრამ ქართველი ამერიკელი ექიმებისგანაც შეიძლება ალბათ რეცეპტის მოპოვება, კამექსით ან სხვა ფოსტით გამოწერა და ა.შ. და თუ მათ ვერ ჩამოაქვთ, შეიძლება ვინმეს სთხოვოთ წამოიღოს, ვინც მოფრინავს. როცა ათიათასობით დოლარს ზოგავ, წვალებად ღირს.

ფასები: რაზედაც ვნახე, საქართველოზე იაფიცაა ზოგი და ალბათ ზოგი ისეთი წამალია, რაც აქ არც იშოვება, ან ძალიან ძვირი ღირს. იცოდეთ და გამოიყენეთ.

https://costplusdrugs.com/medications/

გაზიარებისას ჩემი ტექსტიც დააკოპირეთ ჯერ, თორემ ყველას ორიგინალი ინგლისური მიგაქვთ და ბევრი ალბათ ვერც წაიკითხავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post „მილიარდერმა კუბანმა გახსნა ინტერნეტაფთიაქი, სადაც ლეიკემიის 10000$-იანი წამალი აქ მხოლოდ 47$ ღირს“ appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...