planeta.ge Posted June 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2022 რუსეთში ომის საწინააღმდეგო მოძრაობა მწიფდება…დიდი საკადრო წმენდები გველის, – აღნიშნულის შესახებ რადიო NV-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ივან პრეობრაჟენსკიმ განაცხადა.მისი თქმით, რუსეთში იზრდება უკრაინის ომის მოწინააღმდეგეთა ადამიანების რიცხვი.„ვფიქრობ, რომ ის (ომის საწინააღმდეგო მოძრაობა) ომის დაწყებიდანვე მწიფდება, განსაკუთრებით მძაფრად იწყებს განვითარებას ახლა“, – აღნიშნა ექსპერტმა.როგორც ის აცხადებს, პუტინი მზადაა იბრძოლოს თვეების მანძილზე.“ყველა ელოდა სწრაფ, მართლაც „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარებას, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს არის გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტი და პუტინი მზადაა, იბრძოლოს თვეების განმავლობაში“, – განაცხადა პრეობრაჟენსკიმ.ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.The post “რუსეთში ომის საწინააღმდეგო მოძრაობა მწიფდება…დიდი საკადრო წმენდები გველის” – პოლიტოლოგი appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts