Jump to content
Planeta.Ge

“რომას” რონალდუს დამატება სურს


Recommended Posts

იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს.

წყაროს თანახმად, 37 წლის პორტუგალიელი “წითელი ეშმაკების” თავკაც ერიკ ტენ ჰაგის ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდება.

ფეხბურთელის დამატების სურვილს “რომა” გამოთქვამს, რომელსაც გუნდში ჟოზე მოურინიო-კრიშტიანუ რონალდუს ტანდემის შექმნა სურს. იტალიური კლუბის პრობლემა ფინანსური ფეარ-პლეია. შესაძლოა, “მგლები” პორტუგალიელი მოთამაშის სახელფასო ანაზღაურებას ვერ გასწვდნენ.

კრიშტიანუ რონალდუმ 2021-2022 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

The post “რომას” რონალდუს დამატება სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...