Jump to content
Planeta.Ge

“ბაიერნში” სადიო მანეს ტრანსფერს ადასტურებენ


Recommended Posts

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე კარიერას ბავარიულ გუნდში გააგრძელებს.

“სადიო მანე “ბაიერნში” გადმოდის”, – თქვა სალიჰამიჯიჩმა “სქაი სპორტსის” ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ბავარიულ კლუბს 40 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება.

სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

The post “ბაიერნში” სადიო მანეს ტრანსფერს ადასტურებენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...