Jump to content
Planeta.Ge

“ინტერი” ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს


Recommended Posts

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ მილანის “ინტერი” რომელუ ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს. წყაროს თანახმად, “ნერაძურიმ” ბელგიელ ფეხბურთელს ადგილობრივ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუნიშნა.

“ინტერს” სურს, რომ ლონდონის “ჩელსისთან” გარიგება ამ უქმეებზე დახუროს, რათა ფეხბურთელის წარგდენა მომდევნო კვირაში მოხდეს.

ლუკაკუ “ინტერში” იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც მილანელები დაახლოებით 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ბელგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში “ჩელსის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკაკუსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს.

The post “ინტერი” ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...