planeta.ge Posted June 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2022 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაივის ოლქში იმყოფებოდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს. შეხვედრების დროს განიხილეს მიკოლაივის ოლქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის გზები. კერძოდ, საუბარი შეეხო რაიონული ცენტრის წყალმომარაგების აღდგენას, რაც მტრის მხრიდან დაბომბვის შედეგად წყალმომარაგების ქსელების დაზიანების გამო გართულდა. 26 ნახვა REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts