planeta.ge Posted June 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted June 18, 2022 კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს შესაძლოა აგვისტოში დაუბრუნდეს, მას შემდეგ რაც ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ, – ამის შესახებ ორმხრივ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.არახამიას თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებს უკრაინა მხოლოდ ფრონტზე პოზიციების გამყარების შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ წინაპირობად.„გაძლიერებული პოზიციიდან მოლაპარაკებებს აგვისტოს ბოლოდან დავუბრუნდებით. არ გვინდა ჩვენი გეგმების შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ“, – განაცხადა არახამიამ.The post დავით არახამია: კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს შესაძლოა აგვისტოში დაუბრუნდეს appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts