Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მიხაილ პოდოლიაკი და დავით არახამია გააკრიტიკა


Recommended Posts

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა LIGA.net-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი და პარტია „ხალხის მსახურის” ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია გააკრიტიკა.

„პოდოლიაკი გენშტაბის წარმომადგენელია? მე ის მხოლოდ იანუკოვიჩთან, კუნძებზე მინახავს. არ მესმის, რატომ იქცა ის ახლა ჯარის ხმად. ასეთ თემებზე უნდა ისაუბრონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, გენშტაბის უფროსმა სერგეი შაპტალამ და თავდაცვის მინისტრმა. სამხედროებმა იციან საკუთარი ტაქტიკა და ძალები. ჩვენ მათ ვენდობით, ისინი პროფესიონალები არიან და პასუხისმგებლობას იღებენ ამაზე”, – განაცხადა დანილოვმა.

ის ასევე გამოეხმაურა დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყოველდღიურად ფრონტზე 1000 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

„მინდა მივმართო მოღვაწეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ყოველდღიურად 200, 300 და მეტი მსხვერპლი გვყავს. ზოგიერთმა საერთოდ 1000 დაასახელა. მათ ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალებაც კი არ აქვთ. როდესაც საუბარია გარდაცვლილებზე, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. ამით ჟონგლიორობა არ შეიძლება. ეს არაა ცირკი, ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება”, – განაცხადა დანილოვმა.

The post უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მიხაილ პოდოლიაკი და დავით არახამია გააკრიტიკა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...