planeta.ge Posted May 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2022 რუსული გამოცემა VZGLYAD-ი თბილისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შესახებ წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულ დღესასწაულზე თბილისის ცენტრში ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაიარეს. რუსული გაზეთი წერს, „ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ, მონაწილეობა მიიღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე“. „ტრადიციულად ამ დღეს ახალწვეულებმა ფიცი დადეს. თბილისის თავზე გადაფრინდა ხუთი „სუ“ სამხედრო თვითმფრინავი და ექვსი Mi და Iroquois ვერტმფრენი, რომლებიც მოდერნიზებულია ადგილობრივ „დელტას“ საწარმოში. საქართველოსთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს“, - წერს „ვზგლიადი“. რუსული მედიასაშუალება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ეროვნული დღესასწაული მთავარი კონცეფცია „ევროპისკენ“ იყო. გაზეთი წერს, რომ „საქართველო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისის ბოლოს ელის“. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსული გაზეთი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების მთავარ გზავნილებზე. „საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 მაისს ქართველმა ხალხმა სამუდამოდ თქვა უარი მონობაზე და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნაზე“, - წერს „ვზგლიადი. მედიასაშუალება, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც აკეთებს ხაზგასმას. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ საქართველოს და ევროპის სხვა სახელმწიფოების თავისუფლებასაც. მან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას მიმართა და განუცხადა, რომ საერთო ევროპული მომავალი აირჩიონ. სალომე ზურაბიშვილმა დაგმო 17 ივლისს „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ და პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა“, - წერს რუსული გაზეთი. წყარო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts