Jump to content
Planeta.Ge

ზუმამ კატაზე ძალადობა აღიარა


Recommended Posts

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველი კურტ ზუმა ცხოველის მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს.

თებერვლის თვეში ფეხბურთელის ძმამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო ზუმას მიერ კატაზე ძალადობის ფაქტი. ფრანგი მოთამაშე შინაურ ცხოველს ურტყამდა, სხვადასხვა საგნებს ესროდა და მოკვლით ემუქრებოდა. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ზუმამ ბოდიში მოიხადა, ცხოველთა უფლებების დამცველებმა მას კატები ჩამოართვეს, ფანები კი პრემიერლიგის მატჩების მიმდინარეობისას ფეხბურთელს სტვენით “ამკობდნენ”.

“დეილი მეილის” ცნობით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე კურტ ზუმამ დანაშაული აღიარა. მისმა ძმამ კი ძალადობის წაქეზება აღიარა. პროკურორმა თქვა, რომ ძმების აგრესიული საქციელი კატის მიერ სავარძლის გაკაწვრამ გამოიწვია. საქმეზე განაჩენი 1-ელ ივნისს უნდა გამოცხადდეს.

The post ზუმამ კატაზე ძალადობა აღიარა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...