planeta.ge Posted May 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2022 ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივცემული წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიუყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 50 ნახვა REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts