planeta.ge Posted May 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2022 კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა:“ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში”.24 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა და გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა. The post “სამინისტრო “ბუტკა” არ არის” – წულუკიანი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts