Jump to content
Planeta.Ge

“ფაქტია, რომ ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ” – მდინარაძე


Recommended Posts

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ყოფნისას განაცხადა:

“26 მაისი არის ერთიანობის და ამავდროულად, გმირობის მაგალითების დღე. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ და ვუსურვებ ამ ქვეყანას წარმატებას. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებულად, ვფიქრობთ ევროპაზე.

ჩვენ გვყავდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო დაეწერა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც აბსოლუტურად თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან. ქალების უფლებები მაშინაც კი მაღალი გარანტიით გვქონდა დაცული. და ახლაც, ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს უკვე ფლობენ. ასე რომ, ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. ჩვენი იმედები ოპტიმისტურია. მაგალითად, ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ტრიოს ფარგლებშიც, დღეს შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, და აქვე, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს. მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ, ყველა პარამეტრით. შესაბამისად, არა მხოლოდ ზოგადი ოპტიმისტი, არამედ კონკრეტული რაციონალური გარემოებები გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზეა ჩვენი იმედები დამყარებული და ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.”

The post “ფაქტია, რომ ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ” – მდინარაძე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...