planeta.ge Posted April 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2022 რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. “სპეცოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის და მანამ არ დასრულდება, სანამ ქვეყანა დასახულ მიზნებს არ მიაღწევს.როგორც მედვედევმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, მათი ერთ-ერთი მიზანია, უკრაინა “ნორმალური მეზობელი გახდეს” რუსეთისთვის.“რუსეთმა უკრაინაში “სპეცოპერაცია” იმიტომ დაიწყო, რომ იმ მიზნების მიღწევა, რომლებიც მოსკოვს ჰქონდა, დიპლომატიური გზით ვერ მოხერხდა. “ოპერაციის” მიმდინარეობას და მისი განხორციელების გეგმებს ადგენს უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტია. მან თავისი შეფასებაც გააკეთა – “ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის. მისი მიზანი უკრაინის მომავალს უკავშირდება: უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, იმას, რომ სახელმწიფო არ გაატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, არ იქნება მილიტარიზებული და იქნება ჩვენი ქვეყნის “ნორმალური მეზობელი”. ამ მიზნების მიღწევამდე, “სპეცოპერაცია” არ დასრულდება “, – აცხადებს მედვედევი.შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე ერთი თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.The post მედვედევი საუბრობს, როდემდე გაგრძელდება უკრაინაში ომი appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts