planeta.ge Posted May 2, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2022 ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით არის დაინტერესებული.ეგვიპტელ ფეხბურთელს “ენფილდროუდელებთან” შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არ შეთანხმებულან. შესაძლოა, “ლივერპულმა” სალაჰი მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდოს, რათა მისი უსასყიდლოდ დაკარგვა თავიდან აირიდოს.შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი მერსისაიდელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 100 მილიონ ევროდ აფასებს.მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 32 მაჩში 22 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 11 შეხვედრაში რვა ბურთი გაიტანა.The post სალაჰს თვალი “პარი სენ-ჟერმენზე” უჭირავს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts