planeta.ge Posted May 2, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2022 მილანის “ინტერი” გუნდის გარემარბ ივან პერიშიჩს კონტრაქტს, სავარაუდოდ, გაუხანგრძლივებს.ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააგრძელებენ. 33 წლის ხორვატი ნახევარმცველი წელიწადში ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისათვის, მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2019-2020 წლების სეზონში ის იჯარის წესით მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა, თუმცა ბავარიელებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა არ მოისურვეს. პერიშიჩი დღესდღეობით “ინტერის” შეუცვლელი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერია.ხორვატმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.The post “ინტერი” პერიშიჩს იტოვებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts