planeta.ge Posted May 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2022 მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება. მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს. მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის რუსთავში შეძლებენ. „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. 305 ნახვა REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts