planeta.ge Posted May 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2022 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: “3 მაისის შეჯამება უკრაინაში: – პირველ მაისის მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ უკრაინელები მნიშვნელოვან შეტევას იწყებდნენ ხარკივიდან 25 კილომეტრის დაშორებით, მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ არსებულ ქალაქ სტარი სალტივის მიმართულებით. მათ ჯერ საარტილერიო ცეცხლი და დრონები გამოიყენეს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, ხოლო გუშინ საღამოს სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა წამოიწყეს. დღეს ქალაქის სამხრეთით მომიჯნავე სოფელი მოლოდოვა გაათავისუფლეს და ბრძოლა უკვე უშუალოდ სტარი სალტივის ასაღებად მიმდინარეობს. ქალაქში დაახლოებით 4000 მოქალაქე ცხოვრობს. რუსები მას ომის პირველივე დღეებიდან აკონტროლებენ. როგორც პირველი მაისის პოსტში აღინიშნა, უკრაინელები მდინარის გასწვრივ რუსული პოზიციების განადგურებით ხარკივის ირგვლივ სრულ დამცავ ფარს შექმნიან, ხოლო სტარი სალტივის დაკავების შემდგომ საშუალება მიეცემათ იზიუმის მომარაგების არტერიას ან არტილერიით მიწვდნენ, ან ჩასაფრებები მოუწყონ მდინარის მეორე მხარეს მყოფ რუსებს. – ბოლო 24 საათია იზიუმიდან და ლუგანსკის რაიონიდან წამოსულმა რუსულმა ნაწილებმა შტურმი დაიწყეს დონეცკის რაიონში ქალაქი ლიმანის წინააღმდეგ. ქალაქის ომამდელი მოსახლეობაც 20 ათასს აჭარბებდა. უკრაინელები აქამდე ქალაქის შემოგარენში დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსებს, მაგრამ ახლა იძულებულები გახდნენ ქალაქის ნაწილი დაეთმოთ ორგანიზებულად დაეხიათ უკან ქალაქის სიღრმეში და სამხრეთ გარეუბნებში. რუსების მიზანი იქვე მყოფი სლავიანსკის დაკავებაა. ამ უკანასკნელის ომამდელი მოსახლეობა 110 ათასს აჭარბებდა. საინტერესოა გეოგრაფიული არეალის აღწერა. ლიმანიდან სლავიანსკისაკენ მიმავალი გზა მასიურ ტყესა და ჭაობზე გადის. უკრაინელებს ჯერ ქალაქი ლიმანი არ დაუთმიათ და წინააღმდეგობა კვლავ ძალიან მძლავრია ამ მიმართულებით, თუმცა წუხელ რუსებმა გადაწყვიტეს რომ ქალაქის აღებას აღარაფერი ედგა წინ და სლავიანსკისაკენ ტყით გზის გაკვლევა სცადეს. უკრაინულმა არტილერიამ მათი შემტევი დაჯგუფება ტყეში თითქმის სრულად გაანადგურა. რთული სათქმელია ქალაქ ლიმანსა და მის შემოგარენს დაიკავებენ თუ ვერა რუსები, მაგრამ უკრაინული წინააღმდეგობა სლავიანსკისათვის და მის სამხრეთით მდებარე კრამატორსკისათვის ისეთივე დიდი იქნება, როგორც ეს მარიუპოლში გახლავთ. თუმცა ჯერ ბრძოლა ლიმანისათვის გრძელდება. – დღეს რუსებმა განაახლეს შუტრმი “აზოვსტალზე”. შტურმში მონაწილეობს დაახლოებით 7 ათასი რუსი სამხედრო, არტილერია, ავიაცია და ჯავშანტექნიკა. უკრაინელ მცველთა რაოდენობა 1500-ია. რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას მიზანმიმართულად უშლიან ხელს. იციან, რომ რაც უფრო მეტი მშვიდობიანი იქნება ბუნკერში, მით უფრო გაუჭირდებათ უკრაინელ მცველებს საბრძოლო ოპერაციების თამამად განხორციელება. – უკრაინელებმა დაიწყეს მოლდოვასთან, ოკუპირებული დნესტრისპირეთის გასწვრივ სასაზღვრო ზოლის გამაგრება. ეს ნებისმიერი სახის პოტენციურ რუსულ შეტევას დროებით მაინც შეაყოვნებს. – ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტს სიტყვით მიმართა და უპირობო და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ დამატებით 300 მილიონიან დახმარებაში ბრიტანელები უკრაინელებს ღამის ხედვის ათასობით აპარატს და ისეთ დრონებსაც გადასცემენ, რომელზეც დიდი ჭურვებისა და ხომალდსაწინააღმდეგო ტორპედოების დაყენებაც იქნება შესაძლებელი. – რუსები ტოვებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. მათი აზრით რუსების დახმარების გარეშე საერთაშორისო კოსმოსური სადგური ვეღარ იარსებებს. თუმცა NASA და ილონ მასკი სადგურის შენარჩუნების საშუალებას რუსების გარეშეც უპრობლემოდ ხედავენ. ისე კი უცნაურია რატომ აქვს რუსეთის ხელისუფლებას ამხელა წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე და რატომ ცდილობენ რომ რეალობას მაქსიმალურად დამახინჯებული პრიზმიდან შეხედონ. – ლავროვი რომ მაინცდამაინც კარგი დიპლომატი არ არის ისრაელთან დაპირისპირებაში ჩართვამაც აჩვენა – მან განაცხადა, რომ ჰიტლერიც ნაწილობრივ ებრაელი იყოო და შემდგომ ამაზე არანაირი ბოდიში ან განმარტება არ მოუყოლებია. ისრაელის მხრიდან მწვავე განცხადებებს რუსეთიდან კიდევ უფრო ხისტი რეაქცია მოჰყვა. ამით ისრაელს რუსეთი უკრაინის მხარდაჭერისაკენ უბიძგებს. არადა ომის პირველ კვირებში ისრაელი სწორედ ის სახელმწიფო იყო, რომელსაც შედარებით ნეიტრალური პოზიცია ეკავა. ახლა კი ყველაფერი იცვლება. მარტო დარჩენილ რუსეთს ბევრი არც არაფრის გაკეთება არ შეუძლია.”The post “3 მაისის შეჯამება უკრაინაში” – გიორგი კობერიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts