Jump to content
Planeta.Ge

tia 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


Recommended Posts

1650298175_1650041171_1649964203_1649964204.png

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. ახალი ქონება თქვენს შემოსავალს გაზრდის. დროა თქვენ მიზნებზე მოახდინოთ კონცენტრირება და გადადგათ სწორი ნაბიჯები. ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლოა მოულოდნლად რომანში გადაიზარდოს.

 

კურო

 

შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება, რაც ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. ეცადეთ თვიდან აიცილოთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. თქვენი ოცნება რომ გქონდეთ ახალი სახლი, მალე ასრულდება. სამსახურში კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ და არ გაუშვათ ხელიდან. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება უამრავ თავგადასავალს მოგიტანთ.

 

ტყუპები

ქონებრივი დავა, რომელიც დიდი ხანი მიმდინარეობს, თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. დღეს დაისვენეთ და მოერიდეთ ემოციურ დატვირთვას. თქვენს შრომისმოყვარეობას სამსახურში ყველა დააფასებს. ოჯახში საინტერესო ცვლილებები გელით. შეყვარებული განაწყენდება თქვენი გულმავიწყობის გამო.

 

კირჩხიბი

თქვენი გამოცდილების და კონტაქტების დაეხმარებით ოჯახის წევრი წარმატებას მიაღწევს. საღამოს სასიამოვნო წვეულებაზე წახვალთ. შესაძლოა მოგზაურობის ხასიათზე არ იყოთ და გეგმები შეცვალოთ. დღეს თავს ენერგიულად და ახალგაზრდულად იგრძნობთ. საყვარელი ადამიანის თანადგომა და მზრუნველობა სასიამოვნო იქნება.

 

ლომი

კარგი ჯანმრთელობა საშუალებას მოგცემთ პოზიტიურად შეხედოთ ყველაფერს. ოჯახის წევრები თქვენ ახალ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. სამსახურში უამრავი გამოწვევა გელით, ამიტომ მოახდინეთ მობიბილიზაცია. შეყვარებულებს დღეს მხიარული საღამო ელით.

 

ქალწული

ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლოა ოჯახს თქვენი იდეა არ მოეწონოს და ხელი შეგიშალონ. ახალი რუტინა და სწორი კვება თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს შემოიტანს. მოგზაურობის შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. გამორიცხული არ არის, ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.

 

სასწორი

პროფესიული კუთხით ზრდას და განვითარებას განაგრძობთ. შეგიძლიათ იმოგზაუროთ ძვირფას ადამიანებთან ერთად. თქვენი პროექტის წარმატება სიამაყის გრძნობით აგავსებთ. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ურთიერთობა, რომელიც ეჭვებს გიჩენთ, უმჯობესია დაასრულოთ.

 

მორიელი

 

წარსული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ჯანმრთელობა კვლავ დამაკმაყოფილებელია. დადგება მომენტი, როცა ყველაფერი თქვენ ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კარგი იქნება თუ ახლობლებს გაუგებთ. თქვენი რომანტიკული ურთიერთობა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

 

მშვილდოსანი

არ ჩადოთ ინვესტიცია ისეთ სქემაში, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება. შესაძლოა კოლეგა თქვენს კონტროლს შეეცადოს, მაგრამ თქვენ დამოუკიდებლობას ვერავის წაგართმევთ. ეცადეთ ოჯახზე მოახდინოთ ფოკუსირება, რათა მარტივად დაივიწყოთ პრობლემები. ძველ სიყვარულთან შეხვედრა მიძინებულ გრძნობებს გაგიღვიძებთ.

 

თხის რქა

შესაძლოა ხელფასი გაგეზარდოთ, რაც დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემები დროებით მოაგვაროთ. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში შეიძლება გული გეტკინოთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ ყველაფრიდან მოიძებნება გამოსავალი.

 

მერწყული

თუ სამუშაოს ცვლილება გინდათ ცოტა ხნით გადადეთ გეგმები. ხანგრძლივი მოგზაურობა, რომელსაც გეგმავთ საინტერესო აღმოჩნდება. დაპირება, რომელსაც გასცემთ აუცილებლად შეასრულეთ. ჯანმრთელობის პრობლემები მარტივად მოგვარდება. საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება დღის საუკეთესო დასასრულია.

 

თევზები

ნუ წახვალთ დათმობაზე, დაიცავით თქვენი სურვილები და მიზანი. ხარჯების შემცირება კრიზისს თავიდან აგაცილებთ. სამსახურში მოგიწევთ დიდი პასუხიმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წამი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...