planeta.ge Posted April 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted April 18, 2022 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წინადადებებში რეალიზმს ხედავს და თვლის, რომ არსებობს ხელშეკრულების გაფორმების შანსი.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.ლავროვის თქმით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებათა ჯგუფები „ძალიან ინტენსიურად“ ურთიერთობენ ვიდეო ფორმატის საშუალებით.რაც მთავარია, მისი აზრით, უკრაინელი მომლაპარაკებლები მზად არიან შეთანხმდნენ და აღიარონ უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი.“29 მარტს სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებების რაუნდის შედეგების შემდეგ, ჩვენ დავინახეთ რეალიზმის გაჩენა უკრაინის დელეგაციის პოზიციაში. რეალიზმი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებთან დაკავშირებით. კიევის წარმომადგენლებისთვის ცხადი გახდა, რომ ნატოში უსაფრთხოების გარანტიების მიღება შეუძლებელია და ნატოში გაწევრიანება უნდა დაივიწყონ.ყოველთვის არის შანსები (მოლაპარაკებებში წარმატების მისაღწევად – რედ.). მოსკოვმა გადაწყვიტა ისარგებლოს ყველა ამ შანსებით“, – აცხადებს ლავროვი.მინისტრმა ასევე მეტი “რეალიზმი” დაინახა უკრაინის წინადადებებში დონბასის და ყირიმის სტატუსზე, რომელიც რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულია.ლავროვმა დასძინა, რომ უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მკაფიო წერილობითი შეთანხმების შემდეგ.The post ლავროვი: უკრაინასთან შეთანხმების შანსები არსებობს appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts