planeta.ge Posted April 16, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2022 აბსოლუტურ შოკში არიან. პუტინი გაცოფებულია. რუსეთის 4 საუკეთესო ხომალდიდან ერთ-ერთი ჩაძირეს უკრაინელებმა, ისე რომ დანაკარგი არ გვქონია. ეს უკრაინული რაკეტით მოხერხდა. ეს არ იყო დასავლური რაკეტა, ეს იყო ჩვენი რაკეტა – ნეპტუნი, რომელმაც ჩაძირა ხომალდი. ისინი ამბობდნენ, რომ უკრაინული არმია არაფრად ვარგა, რომ უკრაინული ფლოტი არ არსებობს, რაკეტები არაფრად ვარგა. მათ უკვე 2 გემი დაკარგეს და კიდევ რამდენიმე დაზიანდა. ყველაზე დიდი ხომალდი შავ ზღვაში არის განადგურებული… ცდილობდნენ ინფორმაციის დამალვას, ამბობდნენ, რომ არ ჩაძირულა და მხოლოდ ცეცხლი გაჩნდა, თუმცა საღამოს მოუწიათ დადასტურება. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან კიევმა მოსკოვი ჩაძირა. ეს მოხდა ოდესასთან. რადგან შეტევა იყო სწორედ ოდესაში. ხომალდი მოსკოვი აშენდა მიკოლაევის ქარხანაში – 1979 წელს. ტარას ბულბა გვყავდა, ძალიან ცნობილი გმირი, რომელიც ამბობდა “მე გშვი და მევე მოგკლავ”. ეს გავაკეთეთ ჩვენ.განაცხადა რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ “ფორმულას” ეთერში.The post “აბსოლუტურ შოკში არიან, პუტინი გაცოფებულია” – რადას დეპუტატი appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts