Jump to content
Planeta.Ge

ხვიჩას წასვლის შემდეგ “რუბინი” პრემიერ ლიგიდან ვარდება


Recommended Posts

ყაზანის “რუბინი” პრაქტიკულად ყველა ლეგიონერმა დატოვა და მათ შორის, ყველაზე მტკივნეულად ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა განიცადეს, რომლის სანაცვლოდაც 15-20 მილიონი ევროს მიღებას ვვარაუდობდნენ.

ლეგიონერების – ჰაკსაბანოვიჩის, დრეიერის და სხვების წასვლის შემდეგ, რომელსაც გვირგვინად კვარას ბათუმში გადასვლა მოჰყვა, “რუბინი” თავის თავს აღარ ჰგავს და ზედიზედ 4 წაგებით, გასავარდნ ზონას უკვე მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

შემდეგი მატჩი ყაზანელებს მოსკოვის “სპარტაკთან” სტუმრად აქვს და წაგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უკვე მე-13 ადგილზე აღმოჩნდებიან.

ამ ფონზე, საუბარი იყო ლეონიდ სლუცკის გათავისუფლებაზე, თუმცა გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი სლუცკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

The post ხვიჩას წასვლის შემდეგ “რუბინი” პრემიერ ლიგიდან ვარდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...